მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 141 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0,28%-ით არის მომატებული.
ამასთან, მსოფლიო ბირჟებზე გრამი ოქროს ფასი 133.328 აშშ დოლარს შეადგენს, რაც დღიურ ჭრილში 0.49 დოლარით ანუ 0.37%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 61 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0,02%-ით მომატებულია.
რაც შეეხება საქართველოს, 6 ოქტომბრის მონაცემებით, ოქროს ფასი დაკლებულია. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დაახლოებით, 356 ლარია (5 ოქტომბერს – 361 ლარი იყო), 750 სინჯის – 267 ლარი (5 ოქტომბერს – 270 ლარი იყო), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 208 ლარი ღირს (5 ოქტომბერს – 211 ლარი იყო ).
რაც შეეხება ვერცხლს, 6 ოქტომბრის მონაცემებით, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 5.17 ლარი (5 ოქტომბერს – 5.11 ლარი იყო) ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი 4.53 ლარია (5 ოქტომბერს – 4.47 ლარი იყო).