ხვალ, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. Jnews-ი წარმოგიდგენთ 6 პოლიტიკური პარტიის სახელსა და ნომრებს, რომლებიც ახორციელებდნენ რეგიონში რაიმე საქმიანობას, ასევე ამ პარტიების სიებში შეყვანილი სომხების სახელებს.
მმართველი პარტია 2012 წლიდან. სიაში მხოლოდ ორი სომეხია, საქართველოს ბოლო მოწვევის პარლამენტის წევრები: სამველ მანუკიანი (36-ე სიაში), სუმბატ კიურეღიანი (68-ე სიაში). აღვნიშნავთ, რომ რაც მეტია რიცხვი სიაში, მით ნაკლებია დეპუტატის პარლამენტში მოხვედრის ალბათობა.
საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრის პარტია. სიაში 55-ე ადგილზეა ნინოწმინდის მცხოვრები, ამავე პარტიიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნარინე გინოსიანი.
პოლიტიკურ ასოციაციაში „კოალიცია ცვლილებისთვის“ შედიან პარტიები „ახალი“ (ნაციონალური მოძრაობისგან მოწყვეტილი პარტიის ნაწილი), „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“. კოალიციამ სიაში მელიქ რაისიანი 46-ე ნომრით შეიყვანა.
ეს კოალიცია შეიქმნა პარტიებიდან „ლელო საქართველოსთვის“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანი“.
კოალიციაში შედიან პარტიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, „აღმაშენებლის სტრატეგია“, „ევროპული საქართველო“ და რამდენიმე მცირე ჯგუფი, რომლებიც ადრე პარტიის მოკავშირეები იყვნენ. კოალიციაში არსენ კარაპეტიანი სიაში 90-ე ადგილზე მოხვდა.
პარტიის საარჩევნო სიაში 7 ეროვნებით სომეხია, ორი ახალქალაქიდან. 7 ნომერი არის გაგიკ მელკუმოვი, 14 ნომერი დავით რსტაკიანი, 32 ნომერი ელვირა არიკოვა, 38 ნომერი იური იეგიაზარიანი, 42 ნომერი ნორაირ ტეპოიანი, 48 ნომერი მნაცაკან ბადალიანი და 52 ნომერს წარმოადგენს ალბერტ ბადალიანი.
არჩევნებში სულ 19 პარტია მონაწილეობს.
ქვემოთ ჩამოთვლილ სტატიებში შეგიძლიათ გაეცნოთ როგორ მიმდინარეობდა მათი ზოგიერთი პარტიის საარჩევნო კამპანია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში:
ამ ბმულების გამოყენებით შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა კომენტარს აკეთებენ ამ პარტიების წარმომადგენლები რეგიონის ყველაზე აქტუალურ პრობლემებზე: