ჯავახეთის სასოფლო-სამეურნეო რეგიონში სოფლის მეურნეობა მომგებიანი არ არის, სიძნელეებით ნაწარმოებ პროდუქციას ადგილობრივები ვერ ყიდიან. Jnews-მა ჯავახეთში ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე აქტიური პარტიის წარმომადგენლებს ჰკითხა, რას ფიქრობენ რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით Jnews-მა დღესდღეობით ჯავახეთის ამომრჩეველს შორის არსებული პრობლემების მოსავლენად ჩაატარა გამოკითხვა. ერთ-ერთ რთულ პრობლემად მოსახლეობამ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის პრობლემა დაასახელა.
წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმების შესახებ ჯავახეთში 6 აქტიური პარტიის წარმომადგენლის პასუხს:
«პარტიის სოფლის მეურნეობის პროგრამების შესახებ ჯერ არ ვიცით. მაგრამ, ვფიქრობ, თუკი სახელმწიფო თურქეთიდან და ბელორუსიდან კარტოფილის შემოტანას შეწყვიტავს, ჩვენი კარტოფილი გაიყიდება, და ფასიც ნორმალური იქნება. ამით უნდა დავკავდეთ. ამაზე დეპუტატებმა უნდა იფიქრონ და მოაგვარონ, ეს საკითხი უნდა წამოაყენონ. როცა დეპუტატებს ვირჩევთ, უნდა ვიცოდეთ ვის ვირჩევთ, უმეტესობის დონე არ შეესაბამება, იქ კანონები უნდა შეიმუშავონ».
«მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა მაღალრენტაბელური იყოს, რაც დაიცავს და გააფართოვებს ადგილობრივი ფერმერების შესაძლებლობებს. ამისათვის რეფორმებს გავატარებთ შემდეგი მიმართულებებით:
აგროჰაბები რეგიონებში – წარმოების ზრდის პირობებში საქმიანი და სასაწყობე-სამაცივრე ინფრასტრუქტურის მშენებლობის სტიმულირება.
მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა – მიწა ჩვენს მოქალაქეებს უნდა ეკუთვნოდეს. სოფლებს და ადგილობრივ თემებს უნდა გადაეცეს საძოვრები.
ევროკავშირისა და საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. შედეგად უფროხარისხიანი პროდუქციის წარმოება იქნება შესაძლებელი.
ინვესტიციები სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაში – გზებისა და სარწყავი არხების კეთილმოწყობა.
სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მხრივ საერთაშორისო კომპანიების დაინტერესება – ისეთი პირობების შექმნა, რომ მსხვილი კომპანიები დაინტერესდნენ სოფლის მეურნეობაში ინვესტირებით, ქართველი ფერმერების პროდუქციის ყიდვით, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების უზრუნველყოფით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით.
საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის ავტორიტატული კომპანიების დაქირავება – ქართული პროდუქციის სახელმწიფო მხარდაჭერა აქტიურ რეკლამასა და მარკეტინგში –2 მილიონი დოლარის მოცულობით ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობა (ევროკავშირი, ჩინეთი და აშშ). აშშ-სთან გახსნილი იქნება თავისუფალი ვაჭრობა, როგორც აღნიშნულია «სამეგობრო აქტში».
«12 წელია ვამბობთ, რომ სოფლის მეურნეობაში დოტაცია არსებობდეს, მაგრამ არა. ჩვენმა დეპუტატმა პარლამენტში ამ საკითხს უნდა დაუჭიროს მხარი. კახეთის დეპუტატს რატომ შეუძლია პარლამენტში ამ საკითხის წამოყენება. სახელმწიფო ღებულობს გადაწყვეტილებას და გასცემს დოტაციას. ხვალ, ზეგ რუსეთი ბელორუსიასთან ერთად სოფლის მეურნეობას «ჩაიგდებს ხელში».
«სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს პროგრამები. სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსების ბევრი პროგრამა არსებობს საპროცენტო თანაფარდობით: 60%-40%, 50%-50%, 70% და 30%. არის კრედიტები, რომლებსაც ფერმერებს აძლევენ, როგორც სოფლის მეურნეობის განვიტარების შესაძლებლობა. მცირე ფერმერებს აგროტექნიკის შეძენაში ეხმარებიან.მსგავსი პროგრამები განიხილება, მაგრამ მე კონკრეტულ პროგრამას ვერ დავასახელებ, ორგანიზაციებთან შეგიძლიათ დააზუსტოთ, რომლებიც უფრო კომპეტენტურები არიან და ამ პროგრამების შესახებ უფრო კონკრეტულად ისაუბრებენ».
«რაც შეეხება კარტოფილს, პრემიერ-მინისტრს მივწერე წერილი და ვთხოვე, რათა შექმნან კომისია და მოგვარების გზების ძიება დაიწყონ, დახმარება ახლაა საჭირო, ყურძნის, ვაშლის კომისიები რატომ არსებობს. პასუხი არ ვიცი როდის იქნება, პარასკევს გავუშვი (18 ოქტომბერს), მას შემდეგ, რაც ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ჩამოვედი, ვნახე, ხალხი როგორ ტიროდა. (…) ჩვენი წარმოების იაფი და უხარისხო იმპორტული პდოქტისგან დაცვა გვინდა. 1+1 პროგრამა გვაქვს, ტუკი ერთი ადამიანი იყიდის ძროხას, სახელმწიფო ვალდებული იქნება იგივე თანხით მეორე აჩუქოს. ხოლო მაღალმთიან რეგიონებში დახმარება უფრო მეტი იქნება, ყველაზე მტავარი, ეს მდგრადი იქნება».
«კარტოფილის მიღება-ჩაბარების აქტების პუნქტები უნდა შეიქმნას, სამაცივრე მოწყობილობები, ჩიფსების ქარხანა აშენდეს, რადგან ბევრი კარტოფილი გვაქვს. კარტოფილის მოსავალი წელს ბევრია, ფასი დაბალია. სანამ სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო დაფინანსება არ იქნება, სიტუაცია არ გაუმჯობესდება. მცირე და მსხვილი ბიზნესის დაფინანსებაა საჭირო».