ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ფილიპოვკას მოსახლეობა იმედოვნებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდება, მათ სოფელში ვითარება უკეთესობიკსკენ შეიცვლება.
სოფელ ფილიპოვკაში დაახლოებით 10-12 ოჯახი ცხოვრობს. შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. წლეულს სოფლის მოსახლეობას დაემატა პრობლემები იმის გამო, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ვერ მოახერხეს. სოფლის მოსახლეობა ძირითადად რუსეთში მიდის შემოსავლის საძიებლად. თუმცა, ისინი იმედოვნებენ, რომ არჩევნების შენდეგ ვითარება შეიცვლება და შესაძლებელია, საზღვრებიც გაიხსნას.
როგორც სოფლის მცხოვრები სეროპ მგერიანი ამბობს, მას წლეულს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა, იმის გამო, რომ საზღვრები დაკეტილია. მისი თქმით, წინასაარჩევნი კამპანიის დროს კანდიდატები სოფლის მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდნენ, რითაც შეძლებენ.
“ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ სიტუაცია შეიცვლება და შეიძლება, საზღვრებიც გახსნან. მე არჩევნებზე აუცილებლად წავალ, ჩვენ ოჯახში უკვე გადავწყვიტეთ ვის უნდა მივცეთ ხმა”, – ამბობს ის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ფილიპოვკაში, ძირითადად ინფორმირებულნი არიან მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით.