საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის Jnews-მა მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა იმ პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც დღეს ჯავახეთის ამომრჩეველს აწუხებს. სხვა პრობლემებთან ერთად ბევრი მოქალაქეობის პრობლემასაც ასახელებს. Jnews-მა ჯავახეთში მოქმედი პარტიების წარმომადგენლებს ჰკითხა, როგორ უყურებს მათი პარტია ამ საკითხს და გეგმავს თუ არა მის მოგვარებას.
ჯავახეთში მოქალაქეობის პრობლემა უკვე მეორე ათწლეულია აქტუალურია. ზოგმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა იმის გამო, რომ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ზოგმა კი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მალავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის მუდმივი შიშით. ორმაგი მოქალაქეობის ლეგალიზაცია, რაც კანონით უკვე რამდენიმე წელია შესაძლებელია, პრაქტიკაში ბუნდოვანია და ადამიანებს ლეგალიზაციის პროცესის დაწყების ეშინიათ, ვინაიდან მოქალაქეობის დაკარგვის საფრთხე მაღალია.
ქვემოთ წარმოგიდგენთ პოლიტიკური პარტიების აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიდგომას, რომლებიც რაღაცნაირად მაინც არიან წარმოდგენილი ჯავახეთში.
„თუკი საუბარია მოქალაქეობაზე, ეს იქნება საერთოდ სახელმწიფოსთვის. წლების წინ ხალხს მოქალაქეობა ჩამოართვეს, იმ დროს იყო პრობლემები — საზღვრები დაკეტეს. სხვა ქვეყნების მოქალაქეობა ხალხმა საზღვარგარეთ სამუშაოებისთვის აიღი, არ იცოდნენ, რომ მოქალაქეობას დაკარგავენ. დღესდღეობით იმავე პარტიის ფარგლებში, ხელისუფლება, ხალხი, რომლებიც ადრე 500 ლარს იხდიდნენ, რათა გამოცდაზე წასულიყვნენ, ახლა ეს 500 ლარი გამარტივებულია. ახლა, თუკი მონაწილეობ და გამოცდას აბარებ, მხოლოდ ამ 500 ლარს იხდი, რომ მოქალაქეობა მიიღო. ხოლო დანარჩენი — ეს კანონის პროექტია, რომელიც რეალიზებული უნდა იყოს, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რა უნდა გამარტივდეს ან ცვლილებები უნდა შევიდეს, რათა მოსახლეობამ, ვინც მოქალაქეობა დაკარგა ან საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს, კანონის თანახმად მიიღოს. რატომ არ არის უფრო გამარტივებულ ფორმაში? ეს ასე არ არის, რომ ახლა არაფერი შეიცვალოს უკეთესობისკენ“.
“რაც შეეხება ამ საკითხს, ორი კვირის წინ მივწერე წერილი პრემიერ-მინისტრს. ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია. გარდა ამისა, ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, რომელიც საკუთარი მოქალაქეების პრობლემას იგნორირებას უკეთებს, იგნორირებით პრობლემა არგვარდება. გპირდებით, რომ ყველა მოქალაქეს, ვინც აქ ცხოვრობს და მსგავსი პრობლემა აქვს, რომ ეს იქნება პირველი საკითხი, რომელსაც პარლამენტში წამოვაყენებ. რადგან უნდა მოვაგვაროთ. არის რამდენიმე ვარიანტი: რაღაც პერიოდის განმავლობაში გამონაკლისი უნდა გაკეთდეს, განსაკუთრებით ასაკის მიხედვით, როცა საკითხი ამას ეხება. როგორც იცით, ქართული ენის ცოდნაა საჭირო, და 60-70 წლის ადამიანისთვის , არავის რომ არ ვაწყენინოთ, ეს ძალიან რთულია — ახალი ენის სწავლა. ამიტომ რამდენიმე გამონაკლისი ვარიანტი უნდა მოიძებნოს. უნდა გაკეთდეს გამონაკლისი, სპეციალური წესები, ასაკისა მიხედვით გამონაკლისი ან რაღაც პერიოდის განმავლობაში. ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ”.
„მოქალაქეობის საკითხში საფუძველი – ენა. ადამიანმა ნებაყოფლობით უნდა ისწავლოს ენა. როგორც ვიცი, ახალქალაქში ენის შესასწავლი ასეთი ცენტრები არის. თუ ადამიანს სჭირდება მოქალაქეობა, მან უნდა იცოდეს ენა. არ იცის, რა აზრი აქვს ამ ქვეყანაში ცხოვრებას? გინდა თუ არა, ენა უნდა ისწავლო – პირველ რიგში, ეს შენ გჭირდება და არა სახელმწიფოს. ჩვენები მიდიან საავადმყოფოში – პრიბლემა, საელჩოში – არის წარმომადგენელი, რომელიც ქართულ ენაზე საუბრობს – ისევ პრობლემა. ეს საკითხი სხვადასხვა დონეზე განიხილება. აღნიშნული საკითხის მოგვარება მოსახლეობის ხელშია. ეს საკითხი ადრეც დავსვი, რადგან ჩვენ გვეხება. შარშანაც იყო შეხვედრა, სადაც ითქვა, რომ თუ გინდათ გახდეთ მმართველი ორგანო, როგორ ხედავთ ამ საკითხის მოგვარების გზებს. იყვნენ იურისტები, მასწავლებელმა გოგონამ გვიპასუხა, რომ აუცილებელია ენის სწავლის გამარტივება. ანუ ტესტები არ უნდა იყოს 100 შეკითხვა ან 500 სიტყვა, არამედ მინიმუმ 100 სიტყვა და 30 კითხვა. პირველი ეტაპი მარტივი უნდა იყოს. თაობამ, რომელმაც სკოლა 20-30 წლის წინ დაამთავრა, ცხადია, რომ არ სწავლობდა ქართულ ენას, ჩვენ დროს ასე არ ვსწავლობდით ქართულ ენას. თითოეულ საკითხს უნდა შევხედოთ არა ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ინდივიდუალური მიდგომით“.
„თუ პარტია მოვა ხელისუფლებაში, ახლავე გეტყვით, რომ ამ საკითხს მოაგვარებს. მხოლოდ ჯავახეთის მოსახლეობას არ აქვს ეს პრობლემა; ეს პრობლემა საქართველოს სიღრმეშიც არის. პარტიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეროვნებით ქართველებსაც არ უბრუნებენ მოქალაქეობას. მოქალაქეობას რომ კარგავენ, მერე იწყება არეულობა, ბიუროკრატია და ა.შ. მჯერა, შესაძლოა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს შეუცვლელი დანაკარგია, მათ შემთხვევაში – არა. ისინი თავიანთ ქვეყანაში არიან, და ერთი მეორეს ანაცვლებს. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენს ვცოტავდებით, და აღარ ვიქნებით. ამ მხრივ ჯავახეთში სამარცხვინო სიტუაციაა, რადგან არ არის ისეთი გაგება, როგორიცაა ორმაგი მოქალაქეობა; დღემდე არ არის. თუკი ყურადღებით შევისწავლით კანონს, რასაც ჩვენი მოსახლეობა არ აკეთებს, პროფესიონალურ დონეზეც კი, როცა კითხვებს უსვამ, ვეღარ გპასუხობენ. ორმაგი მოქალაქეობა არ არის. არის მეორე ვარიანტი: თუკი ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ხარ და შემთხვევით აღმოაჩენენ, რომ სხვა ქვეყნის კოქალაქეობა გაქვს, მაშინვე გართმევენ მოქალაქეობას, თუკი, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურების ფილტრი არ გაქვს გავლილი. შეხედეთ, ჩემი გოგო ერევანში სწავლობს. თუკი მივმართავ, რომ სომხეთის მოქალაქეობა მომცენ, რადგან ჩემი გოგო იქ არის და მეც მინდა იქ წასვლა, ცალსახად უარს მეტყვიან. ამიტომ ორმაგი მოქალაქეობის გაგება არ არის. ეს არჩევითია. პირიქით, ეს ძლიერი იარაღი გამოიყენება ჩვენს წინააღმდეგ: ადამიანი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით მოქალაქეობას კარგავს, ამის შემდეგ, როგორც საქართველოს მოქალაქეს ენობრივი ბარიერის გამო მას არ ღებულობენ. ჩვენს ქვეყანაში ეს უსერიოზულესი პრობლემაა. თუკი ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, სერიოზულად დავკავდებით ამ პრობლემით. ამჟამად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა არ არსებობს. ხალხი საკუთარ სახლებში კარგავს მოქალაქეობას, და ბევრი ტოვებს სახლს და სხვაგან გადადის”.
„რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს. კამპანიის ფარგლებში ჯავახეთში შევხვდით ბევრ ადამიანს, რომლებიც წარმოშობით საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ შრომითი მიგრაციის გამო, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, მათ დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა და დაბრუნების შემდეგ ისინი აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები. ენობრივი ბარიერის ან სხვა მოთხოვნების გამო მოქალაქეობას ვერ ღებულობენ. კოალიცია “ცვლილებისთვის” მნიშვნელოვანია ასეთი შემთხვევების შესწავლა და საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის პროცედურების გამარტივება”.
“იმ ადამიანებს, ვისაც სახელმწიფომ წინასწარი გასაუბრების გარეშე ჩამოართვა მოქალაქეობა, უნდა დავუბრინოთ მოქალაქეობა. ეს ადამიანების უფლებების დარღვევაა. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ მიზეზებს, რომ არავინ ჰკითხა ამ ადამიანებს, რატომ მიიღო მაგალითად სომხეთის მოქალაქეობა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აიძულეს. თეორიულად ვამბობ. ამ თეორიაში ერთი პროცენტი სიმართლე შეიძლება იყოს. ადამიანის აზრი გაუთვალისწინებლად ართმევენ მოქალაქეობას. ეს იგივეა, რაც ერთი თვით დაკეტო კარი და წახვიდე. ხოლო ამ დროს მას გადაასახლებენ. არჩეული დეპუტატები, ან როგორც ეძახიან, ლიფტთან კომენტარების გარეშე საუბრის ნაცვლად ორი სიტყვით ისაუბრონ ამაზე. წს საკითხები არ გვარდება. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ჩამდურაში, რომ გვუყვარს ეს სახელმწიფო, დაგვიბრუნეთ მოქალაქეობა, სოფლის უფლებამოსილი პირი ვერ მოაგვარებს ამ საკითხს. ეს უნდა მოაგვაროს მთავრობამ, იუსტიციის სამინისტრომ და პრეზიდენტმა. შექმნილ სისტემაში მოქალაქე მათ ვერ მიმართავს. ძალიან ბევრი ბიუროკრატიული პრობლემა არსებობს. ყოველ ჯერზე 500 ლარის დახარჯვით ხალხი იმედგაცრუებულია. თუკი კანონმდებლობა და ადამიანის უფლებები გვაქვს, ვის აქვს მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება, თუკი მასთან გასაუბრება არ ჩატარებულა? ამას იქამდე მივყავართ, რომ რეგიონში სულ უფრო ნაკლები სომეხია. ამან მიგვუყვანა იქამდე, რომ წარმომავლობით 7 სომეხი დეპუტატისგან დღეს მხოლოდ ერთია გამსვლელ ადგილას”.