ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა, მაგრამ ჯერჯერობით არ მოქმედებს არც ახლად არჩეული ხელისუფლება, არც ისინი, ვინც 2017 წელს აირჩიეს.  როდის? როგორ და რა მოხდება არჩევნების შემდეგ კანონის თანახმად, Jnews-ი წარმოგიდგენთ:

 

  • 2 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 4 წლით აირჩიეს: ქალაქის მერები და საკრებულოს წევრები.
  •  ახალი საკრებულოს პირველ სხდომამდე წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატები მოქმედად ითვლებიან.
  • ახლად არჩეული მერი მუშაობას მე -11 დღეს, მას შემდეგ იწყებს, რაც შესაბამისი კომისია, ჩვენს შემთხვევაში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საოლქო კომისიები არჩევნების საბოლოო ოქმს შეადგენენ.
  • საოლქო კომისიამ უნდა შეადგინოს საბოლოო ოქმი არჩევნებიდან არა უგვიანეს 14 დღისა.
  •  საბოლოო ოქმი საჯარო ინფორმაციისთვის უნდა განთავსდეს საოლქო საარჩევნო კომისიის თვალსაჩინო ადგილას.
  • არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღრიცხავს მანდატების მიმღებ დეპუტატებს და აძლევს მათ შესაბამის სერტიფიკატებს.
  • საოლქო კომისიის საბოლოო ოქმი გადაეცემა ცესკოს არა უგვიანეს მისი შედგენის მეორე დღისა.  ერთი ფოტო-ასლი რჩება ცესკოში და მეორე ასლი გადაეცემა საკრებულოს მანდატების კომიტეტს.
  • საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში, საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს ცესკოს ვებგვერდზე შესაბამის ოლქში საკრებულოს არჩევნების შედეგების მოწმობას.
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკრებულო პირველ სხდომას ცესკო საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში გამართავს.