საქართველოს მთავრობა, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით, მეათე მოწვევის პარლამენტის დაწყების შემდეგ გადადგა.
ამ მომენტიდან პრემიერ მინისტრი და მისი კაბინეტი მოქმედებად ითვლება. ორი კვირის განმავლობაში მმართველ პარტიას “ქართული ოცნებას” მოუწევს დეპუტატებს წარუდგინოს მთავრობის ახალი მეთაურის კანდიდატურა.
კაბინეტის ჩამოყალიბების შემდეგ, მან უნდა წარადგინოს თავისი პროგრამა პარლამენტში. მინიმუმ 76 დეპუტატმა უნდა მისცეს ხმა. “ქართულ ოცნებას”, რომელმაც 90 მანდატი მიიღო, ამის გაკეთება ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეეძლება.
კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტი ახალ მთავრობას დროულად არ დაამტკიცებს, პრეზიდენტი დაითხოვს საკანონმდებლო ორგანოს და დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს.