23 ოქტომბერს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში პოლიტიკური პარტია „ტრიბუნის“ დასკვნითი შეხვედრა ახალქალაქელებთან გაიმართა. პარტიის ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ, პარტიის წარმომადგენლებმა დავით რასტაკიანმა, ნორაირ ტეპოიანმა და გაგიკ მელკუმოვმა რეგიონის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ დეპუტატები ყოველთვის ჩუმად არიან სომხებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, 24 აპრილს, ამ საკითხს არავინ აყენებს.

Chichinadze

„მინდა მოვუწოდო ჩვენი პარტიის წევრები,  ჩვენი მხარდამჭერები, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან „ტრიბუნამ“ ამ რეგიონში ბევრი ხმა უნდა მოაგროვოს, რათა მათ გაიგონ, რომ პოლიტიკა, რომელსაც „ტრიბუნა“ ატარებს სომხების მიმართ გამართლებული და სწორია. სომეხი ხალხი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მინდა ვთქვა, დავით ჭიჭინაძე, პოლიტიკური პარტია “ტრიბუნა” მუდამ გვერდში დაუდგება სომეხ ხალხს, განსაკუთრებით ამ რეგიონში, რადგან ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, საზღვრისპირა რეგიონია და აქ თქვენ აძლიერებთ  საქართველოს ინტერესებს.“ –  განუცხადა მან დამსწრე საზოგადოებას. ამასთან, მან ყველას მოუწოდა, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

Jnews-თან საუბარში ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ახალქალაქის რეგიონი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოა.

„ახალქალაქი ძალიან უგულებელყოფილია ხელისუფლების მხრიდან, ეტყობა აქაური პრობლემები მათი პასუხისმგებლობაში არ შედის   და ეს პრობლემები გარკვეულ ადამიანებს გადაეცა.2016 წლიდან ძალიან ხშირად ვსტუმრობ ჯავახეთს, აქ პრაქტიკულად ყველა ლიდერს ვიცნობ, ეს ხალხი სამშობლოს ღირსეული წარმომადგენლებია, საქართველოს ვგულისხმობ. ჩვენს პარტიაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ოდესღაც რატომღაც სეპარატიზმში ადანაშაულებდნენ. არადა, ეს ხალხი ძალიან პატრიოტია, ძალიან უყვართ საქართველო, როგორ შეიძლება მათ მინუსად ჩაითვალოს ის, რომ უყვართ ერი? პირიქით, მივესალმები იმ ფაქტს, ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი ერი და შესაბამისად, მერე შეიყვაროს სხვისი ერი. თუ ადამიანს არ უყვარს საკუთარი პიროვნება, შეუძლებელია სხვისი შეიყვაროს“.

1

ამ უკანასკნელმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები გამოყო, რომელიც მოსახლეობამ შეხვედრებზე წამოჭრა.

„რეგიონში კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა ყოველთვის არის. როცა მოსავალი უხვია, ძალიან იაფია, ამიტომ მთავრობამ უნდა შექმნას კოოპერატივები, ააშენოს საწყობები. ყველის რეალიზაციის პრობლემაც არის, მაგალითად, ხორცის გასაყიდად ახალციხიდან უნდა აიღონ ნებართვა, ადგილზე არ არის. მე ვფიქრობ, რომ ელემენტარული ყურადღებით ამ საკითხების გადაჭრა შეიძლება. საბანკო სექტორში ბევრი დიდი პრობლემაა. ხალხს აწერენ კონტრაქტებს, სადაც არ იციან რა წერია, იმიტომ რომ ეს კონტრაქტები ქართულადაა და აიძულებენ ხალხს მოაწერონ ხელი, არ არის სპეციალური სამსახური, რომ ხალხმა იცოდეს რას აწერს ხელს, არ ითარგმნება. ეროვნულ უმცირესობებს ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ შესაბამისი პირობები, რათა ისინი სრულად იყოს ინტეგრირებული. თუ მათ ქართული არ იციან, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არიან ამ ქვეყნის შვილები და არ უნდა ისარგებლონ იმ მხარდაჭერით, რაც მათ სჭირდებათ“.

ჭიჭინაძე ახალქალაქში მცხოვრებთათვის შემაშფოთებელ კიდევ ერთ საკითხს, მოქალაქეობის საკითხს შეეხო. აღნიშნა, რომ მძიმე პირობების გამო ბევრმა დატოვა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.

„თუ ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან და უნდათ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და ემსახურონ ამ ქვეყანას, რატომ უნდა შევუქმნათ მათ პრობლემები? ბევრი კითხვაა შეგროვებული. ვფიქრობ, ჩვენი პარტიის წევრები, რომლებიც დღეს არჩევნებში მონაწილეობენ, არიან ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან გადაჭრას ეს პრობლემები, მათზე ხმამაღლა ისაუბრონ“.

ახალქალაქში წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრისას ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ მათ დამკვირვებლებთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა.

„ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს დამკვირვებლებთან მიმართებაში, რომ ჩვენი ხმები ვერ დავიცვათ. აშინებენ დამკვირვებლებს, იჭერენ ხალხს, სპეცსამსახურები და ენერგეტიკის ინსტიტუტები ძალიან არასასიამოვნოდ იქცევიან. თითქოს ამ რეგიონში სეპარატიზმის საშიშროებაა, ხალხს ადანაშაულებენ ისეთ რაღაცეებში, რაზეც ამ ხალხს არასოდეს უფიქრია. და როცა სახელმწიფო ასე ცუდად იქცევა თავის მოქალაქეებთან, ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც არ ეთანხმება სახელმწიფოს პოლიტიკას, უნდა მოვიდეს აქ და აქტიურად მხარი დაუჭიროს ადგილობრივ მოსახლეობას“, – დაასკვნა ჭიჭინაძემ.

3

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტია „ტრიბუნა“ 21-ე ნომერის ქვეშ მოქმედებს. პარტიის საარჩევნო სიაში 60 კანდიდატი იყო შეყვანილი. მათ შორის 7 ეთნიკური სომეხი, მათგან 2 ახალქალაქიდან. მე-7 ნომრის ქვეშ არის გაგიკ მელკუმოვი, 14-ში – დავით რსტაკიანი, 32-ში – ელვირა არიკოვა, 38-ში – იური იეღიაზარიანი, 42-ში – ნორაირ ტეპოიანი, 48-ში – მნაცაკან ბადალიანი, ხოლო 52-ში – ალბერტ ბადალიანი. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სიაში მე-8 ნომრით თავად დავით ჭიჭინაძე ფიგურირებს.