ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჩუტყვავილას შემთხვევები მატულობს. სოფელ ხულგუმოში ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის სირანუშ ტონაკანიანის თქმით, ჩუტყვავილას 4 შემთხვევიდან ორი საბავშვო ბაღში, ორი კი სკოლაში დაფიქსირდა.
”არც სკოლა და არც საბავშვო ბაღი არ დაიხურება, რადგან ბავშვებს გამონაყარი შაბათ-კვირას გამოუვლინდათ და ორშაბათს სკოლაში თუ საბავშვო ბაღში აღარ მისულან”, – აცხადებს ტონაკანიანი.
სხვა სოფლებიდან შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა. მონიტორინგი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალაქსა და სოფლებში ყოველთვიურ მონიტორინგს ატარებს, რათა მოსახლეობაში გავრცელებულ ინფექციებზე შეიტყონ.
მუნიციპალიტეტში ჩუტყვავილას პირველი შემთხვევა სულდას საბავშვო ბაღში დადასტურდა და ბაღი ორი კვირით დაიხურა.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
სოფელ სულდაში საბავშვო ბაღი ჩუტყვავილას გამო დროებით დაიხურება
ახალქალაქში წითელა არ გავრცელებულა, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო
ახალქალაქში ბავშვებს შორის ჩუტყვავილა გავრცელდა