საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 76%-ით გაიზარდა – სად ვყიდით?

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 76%-ით გაიზარდა – სად ვყიდით?

2026 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 788.6 ტონა ლოკოკინები, 2.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

8 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ლოკოკინების რაოდენობა 74%-ით (335 ტონა), ხოლო ღირებულება 76%-ით (1.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

ლოკოკინების საექსპორტო ბაზრებია საფრანგეთი (70%) და თურქეთი (30%).

აღსანიშნავია, რომ ლოკოკინას ექსპორტი მზარდია. 2025 წელს ექსპორტირებული ლოკოკინას რაოდენობამ 571 ტონა შეადგინა, რაც 2.1-ჯერ აღემატებოდა 2024 წლის მაჩვენებელს.

ცნობისთვის, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდან არის დაშვებული.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე