15 სექტემბერს გორის „გორი-2“-სა და ახალქალაქის „აბულს“ შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა. შეხვედრა ახალქალაქელთა მორიგი გამარჯვებით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.
„აბულმა“ გასვლაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია და მოგებათა სერია ზედიზედ ხუთ მატჩამდე გაზარდა. თამაში „გორი-2“-ის მოედანზე მიმდინარეობდა და საკმაოდ დაძაბული და საბრძოლო გამოვიდა.
სტუმრის სტატუსის მიუხედავად, „აბულმა“ მეტოქის ზეწოლას გაუძლო, ხასიათი გამოავლინა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა. შეხვედრაში გოლებით თავი კახა მამულაშვილმა და სტეფან მარგარიანმა გამოიჩინეს.
საბოლოო სასტვენმა „აბულის“ სასარგებლოდ 1:2 ანგარიში დააფიქსირა. ეს სამი ქულა ახალქალაქური გუნდის კარგი ფორმის მორიგი დადასტურება გახდა.
საფეხბურთო მატჩი საქართველოს ჩემპიონატის მე-18 ტურის ფარგლებში გაიმართა.