ჩუტყვავილა ახალქალაქში ძირითადად
ჩუტყვავილა ვირუსული ეტიოლოგიის მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც პაციენტს აღენიშნება ცხელება, პაპულურ-ვეზიკულური გამონაყარი კანზე და ლორწოვან გარსებზე, ინტოქსიკაცია.
ძირითადად, სკოლამდელი ასაკის ბავშვები ავადდებიან, მაგრამ ადამიანი ჩუტყვავილით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერ ასაკში. ჩუტყვავილა მოზრდილებში ბევრად მძიმეა. ინფექციის წყარო – ავადმყოფი ადამიანი, გადაცემის გზა- საჰაერო.
გაიანე ფიდანიანი, ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოსა და ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ჩუტყვავილას ძირითადი სეზონი ზამთრის ბოლო და ადრე გაზაფხულია.
„ახლა ე.წ. ჩუტყვავილას სეზონია. ამ ტიპის ინფექციას მცირეწლოვანი ბავშვები ბევრად უფრო ადვილად იტანენ, რის გამოც მას ბავშვობის ინფექციას უწოდებენ, მოზრდილებში კი ბევრად უფრო მძიმეა. ამიტომ, როცა ადრეულ ასაკში ვაქცინაციას ვაკეთებთ, რამდენიმე კომპონენტს ერთად ვითვალისწინებთ, რადგან ვიცით, რომ ბავშვი ერთად უკეთ იტანს, ვიდრე ცალკე“, – განმარტავს იგი.
ინფექცია გადაეცემა საჰაერო-წვეთოვანი გზით. ჩუტყვავილას ვირუსი არასტაბილურია გარე გარემოში.
„დაავადებამდე ჩუტყვავილას მთავარი ნიშანი პროდრომული პერიოდია, სეკრეციის პერიოდის დასრულების შემდეგ ჩნდება ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები. საწყისი ნიშნებია: თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, უსიამოვნო შეგრძნება, როცა ვერ გრძნობენ, სად სტკივათ, შესაძლებელია მაღალი ტემპერატურა, ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. ბავშვს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს სიცხე, მაგრამ შემთხვევით შეამჩნიონ გამონაყარი“, – აცხადებს გაიანე ფიდანიანი.
სხვა სიმპტომები შეიძლება გამოჩნდეს გამონაყარამდე 1-2 დღით ადრე – ცხელება, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, დაღლილობა და ზოგადი სისუსტე.
ჩუტყვავილას გამონაყარი ჩნდება სხეულის სხვადასხვა ნაწილზე: სახეზე, მკერდზე, ბარძაყებსა და მუცელზე, მაგრამ ძალიან დამახასიათებელია, რომ გამონაყარი ჩნდება თავის კანზეც.
დაავადებისას თქვენ უნდა:
1. დაიცვათ წოლითი რეჟიმი, შეზღუდოთ აქტივობა, უზრუნველყოთ ხშირი დასვენება და ძილი.
2. დალიოთ ბევრი სითხე.
3. პირადი თეთრეული ყოველდღიურად უნდა შეიცვალოს.
4. დაიცვათ პირადი ჰიგიენის წესები.
5. გაანიავოთ ოთახი და შეინარჩუნოთ ტემპერატურა ოთახში საჭირო ზღვრებში.
6. დაიცვათ დიეტა.
7. ჩუტყვავილას დროს არ უნდა გამოიყენოთ ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა), როგორც სიცხის დამწევი საშუალება.
არ უნდა შეეხოთ დაზიანებულ ადგილებს, რადგან კანის ღრმა ფენები ზიანდება და ტოვებს ნაწიბურს.
თუ ადამიანი ბავშვობაში ჩუტყვავილათი ავადდება, უფრო მდგრადი ხდება მისი იმუნიტეტი და იშვიათად ავადდება ხელმეორედ.
ეპიდემიოლოგის თქმით არ აქვთ კონკრეტული სტატისტიკა რაიონში ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ, მაგრამ იციან, რონ ირგვლივ ბევრია ჩუტყვავილით დაავადებული. ფიდანიანი მოუწოდებს ყველას, ვისაც სახლში ჰყავს ჩუტყვავილით დაავადებული ბავშვები ან მოზრდილები, დაიცვან თავი და არ გაგზავნონ ბავშვები საბავშვო ბაღში ან სკოლაში.
ინფექციის მწვავე პერიოდი 11-21 დღეა. დაავადების დასაწყისში სხეულის ტემპერატურა იწევს 38-39 გრადუსამდე, დამახასიათებელია გამონაყარი კანზე, რომელიც ვრცელდება მთელ სხეულზე, გარდა ხელებისა და ხელისგულებისა. პაციენტი უჩივის სისუსტეს, თავის ტკივილს, გულისრევას, უარს ამბობს ჭამაზე. გამონაყარის პერიოდი გრძელდება საშუალოდ 5-6 დღე, რის შემდეგაც ქერქები ნელ-ნელა ცვივა ბუშტუკებიდან, რაც მთავრდება დაავადების დაწყებიდან 15-20 დღის შემდეგ. ჩამოცვენილი ქერქების ადგილას წითელი ლაქები შეიძლება დიდხანს დარჩეს. როგორც წესი, გადატანილი დაავადების შემდეგ ვითარდება მდგრადი იმუნიტეტი.