გაზაფხულდა, ეპიდემიოლოგები ხალხს წითელასა და ჩუტყვავილას სეზონის შესახებ აფრთხილებენ. ოფიციალურად, ახალქალაქში წითელას შემთხვევები დადასტურებული არ არის, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სახლში მკურნალობენ პაციენტებს. რა გავაკეთოთ წითელას შემთხვევაში? როგორი სიმპტომები აქვს? – ამ თემებზე ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი გაიანე ფიდანიანი ისაუბრებს.

— დადასტურებულია თუ არა ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში წითელას შემთხვევები?

– ამ დროისთვის წითელას შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წითელა არ ვრცელდება, რადგან ახლა წითელას სეზონია. სეზონური ვირუსები ფართოდ არის გავრცელებული. ორივე სეზონური დაავადებაა.

– როდის ავადდებიან მოზრდილები და ბავშვები წითელათი?

– წითელა ერთ-ერთი საშიში ინფექციაა. ბავშვი ან ზრდასრული ინფიცირდება იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს იმუნიტეტი, ხოლო იმუნიტეტი იქმნება მაშინ, როდესაც დაავადება გადაიტანა ან წითელას აცრა აქვს გაკეთებული. მას სპეციფიკური პათოგენი აქვს. მცირეწლოვან ბავშვებში შეიძლება ელვის სისწრაფით გავრცელდეს. მოზარდები, ზოგადად, არ ავადდებიან, რადგან ბევრ მათგანსდაავადება გადატანილი აქვს, დანარჩენების ორგანიზმი კი ვირუსზე არ რეაგირებს.

თუმცა, თუ ზრდასრული ადამიანი, მაგალითად, 30 წლის პირი, მოულოდნელად დაავადდა,  შეიძლება ძალიან რთულად გადაიტანოს. გამონაყარი შეიძლება ცოტა იყოს, მაგრამ ძლიერი თავის ტკივილი, პნევმონია, ზოგადი სისუსტე, გულისრევა, ღებინება ჰქონდეს. ინფექცია გარემოში არასტაბილურია და ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება.

– როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?

– საუკეთესო დამცავი ვაქცინაა, რადგან ის სრულიად იცავს დაავადებისგან. იგი ორჯერ კეთდება, ერთი და 5 წლის ასაკში. ხელახალი ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი 30-35 წლამდე ყალიბდება და თუკი ადამიანი მოგვიანებით დაავადდება, იგი მსუბუქად გამოვლინდება და გართულებები არ იქნება. წითელა არ არის მსუბუქი დაავადება, გართულებებით საკმაოდ სერიოზულია.
აუცილებელია ხელის ჰიგიენის დაცვა, რესპირატორის ტარება, ხშირი განიავება.
ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ჯგუფებში, საბავშვო ბაღებში ოთახების ხშირი განიავება, რადგან რაც უფრო მეტი ბავშვია, მით მეტია ინფექციის, განსაკუთრებით წითელას გავრცელების ალბათობა.

– რა სიმპტომები ახასიათებს წითელას?

– ეს არის ეტაპობრივი დაავადება. არსებობს 4 ძირითადი კლინიკური სტადია: ინკუბაცია, პრესიმპტომური (კატარალური), გამონაყარი და რეკონვალესცენტული (პიგმენტაცია). პირველი პერიოდი ლატენტურია, როდესაც ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ არ აქვს სიმპტომები. შემდეგ ჩნდება პირველი სიმპტომები: გამონაყარი, პირის ღრუს სიწითლე და პირის ღრუს ლორწოვანზე თავისებური გამონაყარი, რომლითაც ვადგენთ, რომ მეორე დღეს ბავშვს გამონაყარი ექნება.
მესამე პერიოდში გამონაყარი სხეულის დანარჩენ ნაწილზეც ჩნდება. წითელასთვის დამახასიათებელი გამონაყარი სხეულის ზედა ნაწილებიდან ქვედა მიმართულებით ვრცელდება. იგი სამი დღე გრძელდება. პირველ დღეს გამონაყარი ბავშვს სახეზე და კისერზე უჩნდება, მეორე დღეს – მხრებზე, ზურგზე და მკერდზე, მესამე დღეს – ქვედა კიდურებზე. ტემპერატურაც იწევს. გამონაყრის შეხორცებასა და აქერცვლასა მცირე ქავილი ახლავს თან.

წითელას საერთო ხანგრძლივობა 3-4 კვირაა. თუმცა, ბავშვი გამოჯანმრთელებიდან 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ ბავშვი საბავშვო ბაღში ან სკოლაში გაუშვათ, რადგან გამონაყრის გაქრობიდან მე-4 დღეს ადამიანი გადამდებად არ ითვლება.

სპეციალისტი მშობლებს მოუწოდებს, საკუთარი ძალებით არაფერი გააკეთონ, ბავშვის კანზე გამონაყარის შემჩნევისას, ექიმს აუცილებლად მიმართონ და თვითმკურნალობა არ სცადონ.