ჯავახეთის ქუჩის მოასფალტების ძირითადი სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ახალქალაქის მერიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საგზაო დეპარტამენტის, ასფალტირების კომპანიისა და ახალქალაქის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება მიღწეულია და სამშენებლო სამუშაოები მალე დაიწყება.

მერიაში არაერთხელ განიხილეს ჯავახეთის ქუჩის ასფალტირების საკითხი, რომელიც ძალიან გაჭიანურდა. მერი აღნიშნავს, რომ მხარეებმა შეთანხმებას უკვე საბოლოოდ მიაღწიეს.

poghoc

“გასულ კვირას საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, საკითხი ადგილზე განვიხილეთ. ჩვენთან ერთად იყვნენ ახალქალაქის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და კომპანია „ჯავახავტოგზას“ წარმომადგენლები. მუშაობა უკვე დაწყებულია – ავტოსადგურთან ძველი მილსადენია, რომელზეც ახლა მუშაოებენ. ზოგიერთი ოჯახი ახალ მილსადენზე შეერთებას არ დათანხმდა, თუმცა ამ პრობლემასაც აგვარებენ. სამომავლოდ, გათიშვა-შეერთების სამუშაოების დასრულების შემდეგ, “ჯავახავტოგზა” ამ მონაკვეთიდან შეუდგება მუშაობას”, – განაცხადა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.

“ჯავახავტოგზას” დირექტორის თქმით, წელს გზის მხოლოდ 200 მეტრი მოასფალტდება, 2023 წელს კი დანარჩენი.

„ჯერ არ გადაგვიწყვეტია როდის განვაახლებთ მუშაობას, რადგან გადაუჭრელი საკითხები ჯერ კიდევ დარჩა. სამუშაოების წელს დასრულება გამორიცხულია – საკანალიზაციო სისტემა შესაკეთებელია და არ ვიცით ეს პრობლემა როდის მოგვარდება. ამიტომ ქუჩის მთლიანად გარემონტებას ვერ ვასწრებთ. ვსაუბრობ იმ 200 მეტრიან გზაზე, რომელზეც მუშაობა დავიწყეთ და გავჩერდით. რეაბილიტაცია გაზაფხულზე გაგრძელდება“, – განმარტავს “ჯავახავტოგზას” აღმასრულებელი დირექტორი ნოდარ ინასარიძე.

javakhetskaya

javakhetskaya

ახალქალაქში ჯავახეთის ქუჩა 2020 წლიდან ცუდ მდგომარეობაშია. ის ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზის სამუშაოებისას უნდა მოასფალტებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ქუჩაზე წყლის მილები ძველია და კანალიზაცია საერთოდ არ გადის. პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები ჩატარდა, ასფალტის საფარის მოწყობის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა და ის “ჯავახავტოგზამ” მოიგო.

ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ჯავახეთის ქუჩა ჭუჭყიან წყალში დაიხრჩო

ჯავახეთის ქუჩას ახალი პროექტით გაარემონტებენ

ჯავახეთის ქუჩის მოსაფალტების სამუშაოები დაიწყება

ჯავახეთის ქუჩის მოასფალტება კვლავ იგეგმება

ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლები მხარეებს შორის უთანხმოების გამო ზარალდებიან