ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებმა მათი ქუჩა მოასფალტდების იმედი უკვე დაკარგეს. წვიმის გამო მტვერი ტალახმა და გუბეებმა ჩაანაცვლა.

pos javakhet

მაქსიმ გილოიანს უკვე მესამე წელია ჯავახეთის ქუჩაზე მაღაზია აქვს. მისივე თქმით, ბიზნესმა მხოლოდ ერთი წელი იმუშავა, შემდეგ ქუჩა დაანგრიეს და მაღაზიაშიც აღარავინ მიდის, რადგან ობიექტის პირდაპირ გზა დაშლილია, ახლა კი ტალახიანი წყლით არის დატბორილი.

„პირველად მომხრამერებელი მანქანის ძირს რომ დაარტყამს, მეორედ აღარც მოვა. რა არის, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, მეორე წელია მაღაზიაში არავინ შემოდის“, – აცხადებს მაქსიმ გილოიანი.

გზის ასეთი მდგომარეობა ბიზნესის განვითარების საშუალებას არ აძლევს. რძის პროდუქტებით არის დაკავებული, თუმცა მყიდველი ნაკლებია, შედეგსაც ვერ ხედავს.

khanut

ჯავახეთის მცხოვრებლები პასუხისმეგებელ პირებს აფრთხილებენ, რომ გარემონტებული საკანალიზაციო სისტემა ფუჭდება, გზა კი ჯერ მოასფალტებულიც არ არის.

„როდის გამოასწორებენ? უკვე ერთ წელზე მეტია ასეა – ჭუჭყი და მტვერი. რამდენ ხანს უნდა იყოს ასე? ახლა უკვე ცივა, ასეთ ამინდში ასფალტი დაიგება? საკანალიზაციო ხაზებიც გარემონტდა და ახლა, როცა მანქანები დადიან, ურტყამენ და საკანალიზაციო ლუქების თავსახურებს ხსნიან. ეს საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს“, – განმარტავს ჯავახეთის ქუჩის მცხოვრები.

lyuik

მერის, მელქონ მაკარიანის თქმით, ჯავახეთის ქუჩის მოასფალტების საკითხი ორ დღეში საბოლოოდ მოგვარდება.

“ჯავახ ავტო გზას” აღმასრულებელი დირექტორი ნოდარ ინასარიძე კი აცხადებს, რომ საკითხი ჯერ არ მოგვარებულა და წინასწარ ვერ იტყვის როდის განახლდება სამუშაოები.

ახალქალაქში ჯავახეთის ქუჩა 2020 წლიდან არახელსაყრელ მდგომარეობაშია. ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზის სამუშაოებისას უნდა მოასფალტებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ქუჩაზე წყლის მილები ძველია, კანალიზაცია საერთოდ არ იყო. პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები ჩატარდა, შემდეგ ასფალტის საფარის მოწყობის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა და ის “ჯავახავტოგზამ” მოიგო.

ამ თემაზე მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლები მხარეებს შორის უთანხმოების გამო ზარალდებიან

ჯავახეთის ქუჩას ახალი პროექტით გაარემონტებენ

ჯავახეთის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები დაიწყება

ჯავახეთის ქუჩის გარემონტებას გვპირდებიან წელს