ახალქალაქში, ჯავახეთის ქუჩის მოასფალტებაზე გამართულ ელექტრონულ ტენდერში კომპანია „ჯავახავტოგზამ“ 1 457 999.99 ლარით გაიმარჯვა.
ჯავახეთის ქუჩა უკვე ორი წელია დანგრეულ მდგომარეობაშია, ის 2020 წელს უნდა მოასფალტებულიყო, ახალქალაქი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ასფალტის პროექტის ფარგლებში. მაგრამ იმის გამო, რომ ქუჩაზე კანალიზაცია არ იყო და ასევე საჭირო იყო წყალმომარაგების შეცვლა, მოასფალტების სამუშაოები გადაიდო. კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე ახალი ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია, რჩება ასფალტის დაგების სამუშაოების ჩატარება.
ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ დიდი ხანია მტვრიან გარემოში უწევთ ცხოვრება, გზა გაუვალ მდგომარეობაშია.
როგორც კომპანია «ჯავახავტოგზის» დირექტორმა ნოდარ ინასარიძემ JNEWS-ს განუცხადა, მოასფალტების სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.
ასევე წაიკითხეთ ამ თემაზე:
ჯავახეთის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება
ჯავახეთის ქუჩის მოასფალტება კვლავ იგეგმება
ჯავახეთის ქუჩას ახალი პროექტით გაარემონტებენ