8 ივლისს, შუადღისას, ქარმა აღმაშენებლის 1-ლი შესახვევში, 1-ლი კორპუსის სახურავიდან თუნუქის საფარი ჩამოაგდო. 5 სართულიანი კორპუსის მცხოვრებლებს შენობასთან სიარულის ეშინიათ და აცხადებენ, გაუმართლათ, რომ შენობასთან არავინ იმყოფებოდა, როდესაც საფარი ჩამოვარდა.

„ქარი იყო, სახურავის ნაწილი ჩამოგლიჯა, ჯერ მესამე სართულზე ტანსაცმლის გასაშრობ მავთულზე დავარდა, მოგლიჯა და მიწაზე დავარდა“, – ამბობს შენობის მკვიდრი ტანია ბარსეგიანი.

მოსახლეობა შეშფოთებულია, ამ ტერიტორიაზე მუდმივად ძლიერი ქარია, ხალხს შენობის ქვემოდან გავლის ეშინია.

„კარგია, რომ ბავშვები არ იყვნენ. ეს ხომ მრავალსართულიანი კორპუსია, აქ მუდმივად ბავშვები თამაშობენ. ძალიან გაგვიმართლა, რომ არავინ დაზარალდა. ისეთი ძლიერი გრუხუნი იყო, შეგვეშინდა„,- ამბობს სხვა მცხოვრები მარინა.

აღსანიშნავია, რომ ამ შენობის სახურავის მდგომარეობა რამდენიმე წელია ავარიული იყო. ძლიერი ქარი სახურავის ისედაც ცუდ მდგომარეობას აუარესებს. მოსახლეობა მუდმივად ელოდება სახურავის რეაბილიტაციას. აღმაშენებლის 1-ლი შესახვევის 1-ლი და მე-3 კორპუსების მცხოვრებლებმა სახურავის რეაბილიტაციის მოთხოვნით მერიაში განცხადება ბოლოს, 2023 წელს, შეიტანეს. 9 ივლისს შეგატყობინებთ, როდის ჩატარდება აღნიშნული სახურავის რეაბილიტაცია.

ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ახალქალაქის მრავალსართულიანი კორპუსების სახურავები ავარიულ მდგომრეობაშია

მრავალსართულიანი კორპუსების სახურავენის რეაბილიტაცია გრძელდება