ჯავახმა სპორტსმენმა ნაირ მელიქიანმა MMA-ის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მოიპოვა.
2 ივნისს სერბეთში ნაირ მელიქიანი ოგნენ დემიჩის წინააღმდეგ იბრძოლებს. სერბეთში ტურნირი “Titan FC 82” გაიმართება, რომელსაც ერთობლივად ამერიკული “Titan League” და სერბული “SBC League” აწყობენ.
ნაირი 70 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
„თუ გავიმარჯვებ, ამერიკის შეერთებული შტატების საოცნებო მიწისკენ გზები გაიხსნება და “UFC”-ში გასვლას შევძლებ. ღვთის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება. აქტიურად ვვარჯიშობ, მჯერა, რომ 2 ივნისს გამარჯვებული დავტოვებ რინგს“, – განმარტა ნაირ მელიქიანმა Jnews-სთან საუბრისას.
ნაირ მელიქიანი შარშან “Dana White Contender Series”-ში მონაწილეობდა, მაგრამ შეხვედრა ვერ შედგა, რადგან მოწინააღმდეგემ ბრძოლაზე უარი განაცხადა.
ნაირ მელიქიანი – პირველი ადგილის მფლობელი MMA-ს რეიტინგში
არც ერთი მარცხი პროფესიულ რინგზე – ნაირ მელიქიანი (Video)
პირველივე წუთს მოგება: ნაირ მელიქიანი MMA-ს ჩემპიონი