ლუვრში დააკავეს ორი მოქალაქე, რომლებმაც საკუთარი ნახატები „მონა ლიზას“ გვერდით ჩამოკიდეს

ლუვრში დააკავეს ორი მოქალაქე, რომლებმაც საკუთარი ნახატები „მონა ლიზას“ გვერდით ჩამოკიდეს

გერმანიის ორი მოქალაქე შაბათს მას შემდეგ დააკავეს, რაც ლუვრის იმ დარბაზის კედელზე, სადაც ლეონარდო და ვინჩის „ჯოკონდაა“ გამოფენილი, ორი საკუთარი ნახატი დაკიდეს. ამისთვის მათ წებოვანი ლენტი გამოიყენეს, იუწყება Le Figaro.

საფრანგეთის პოლიციის ცნობით, მცირე დაზიანება მხოლოდ კედელზე აღინიშნება, თავად ნახატი კი არ დააზიანებულა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:30 საათზე მოხდა. მამაკაცებმა, რომლებიც დაახლოებით 30 და 40 წლისანი იყვნენ, კედელზე 30×40 სანტიმეტრის ზომის ორი ტილო მიამაგრეს. პირველზე გამოსახული იყო ერთ-ერთი ავტორი აბჯარში, ხოლო მეორეზე — ორივე მამაკაცის პორტრეტი ქალთან ერთად.

მუზეუმის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მომხდარი შეამჩნიეს, ვიზიტორები შეაჩერეს და პოლიცია გამოიძახეს. ნახატების ჩამოხსნისას დაცვის თანამშრომლებმა კედლის მცირედი დაზიანება აღმოაჩინეს.

გამოკითხვისას მამაკაცებმა განმარტეს, რომ ეს გართობის მიზნით გააკეთეს. ლუვრის მიერ საჩივრის შეტანის შემდეგ, ისინი შემდგომი საპროცესო მოქმედებებისთვის მოგვიანებით უნდა დაიბარონ.

შემთხვევა ლუვრის უსაფრთხოებაზე გაძლიერებული ყურადღების ფონზე მოხდა. 2025 წლის ოქტომბერში მუზეუმიდან საფრანგეთის გვირგვინის რვა ძვირფასეულობა მოიპარეს. ძარცვაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს, თუმცა მოპარული ფასეულობები, რომლებიც დაახლოებით 88 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.

გარდა ამისა, მუზეუმი სხვა პრობლემებსაც წააწყდა: ნოემბერსა და თებერვალში წყლის გაჟონვამ ძველიეგვიპტური სიძველეების განყოფილების ბიბლიოთეკის რამდენიმე ასეული გამოცემა და XIX საუკუნის მოხატული ჭერი დააზიანა. ამ მოვლენების ფონზე, ლუვრი რეკონსტრუქციის მასშტაბურ პროექტს ამზადებს, რომელიც, კერძოდ, „ჯოკონდასთვის“ ახალი სივრცის შექმნას ითვალისწინებს.

თეგები: მსოფლიო
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე