ხვალ სოფელ დილისკაში ჩემპიონატის ფარგლებში „აბულის“ მატჩი გაიმართება

ხვალ სოფელ დილისკაში ჩემპიონატის ფარგლებში „აბულის“ მატჩი გაიმართება

ხვალ, 22 სექტემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში რეგიონული ლიგის გუნდებს შორის საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის 21-ე ტურის მატჩი გაიმართება. ახალქალაქის სპორტული სკოლის საფეხბურთო გუნდი „აბული“ საკუთარ მოედანზე ჭიათურის გუნდ „მაღაროელს“ უმასპინძლებს.

მატჩი 15:00 საათზე, სოფელ დილისკის სტადიონზე დაიწყება.

ახალქალაქის სპორტული სკოლა ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს იწვევს მატჩზე დასასწრებად, რათა საკუთარი მხარდაჭერით დაეხმარონ გუნდს!

ახალქალაქის ცენტრალური სტადიონის რემონტის გამო, გუნდ „აბულის“ საშინაო მატჩები დროებით სოფელ დილისკის სტადიონზე ტარდება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე