წესების გარეშე ორთაბრძოლებში, არც ერთი მარცხი, 10 გამარჯვება – ეს არის ჯავახეთიდან ნაირ მელიქიანის შედეგი. ცნობილმა მოჭიდავე JNEWS-ს თავისი გამარჯვებების, ოცნებების შესახებ ესაუბრა. წარმატებას აღწევს ღვთის კურთხევით.
ნაირი მოჩხუბარი ბავშვი იყო. მამასთან, არმენ მელიქიანთან სამოყვარულო ვარჯიში გადამწყვეტი გახდა ნაირის ცხოვრებაში. მან აირჩია სპორტული გზა და ამ სფეროში წარმატებებს აღწევს.
“სპორტი ჩემი ცხოვრებაა, მის გარეშე ვერ წარმომიდგენია, ყველას მოვუწოდებ სპორტით დაკავდნენ, ღმერთმა ასეთი მადლი მოგვცა.”
14 წლიდან ნაირი პროფესიონალურ ვარჯიშებზე დადის, სპორტში თავდაჯერებულად გრძნობს თავს, დისკომფორტს განიცდის, როცა ვერ ვარჯიშობს.
„მოწინააღმდეგეს პატივი უნდა სცე, ღვთის წინაშე ყველა თანასწორი ვართ, თანამდებობის მიუხედავად, პატივი უნდა ვცეთ, რომ პატივი გვქონდეს. მე ახლაც მაქვს ურთიერთობა ჩემს ოპონენტებთან, გულწრფელად პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, არიან ისეთი სპორტსმენებიც, რომლებიც ამპარტავნულად იქცევიან.
სპორტში არ შეიძლება შეცოდება, იყო დრო, როდესაც ჩვენს სპორტსმენს ეცოდებოდა მოწინააღმდეგე.
“რინგზე ცივსისხლიანი უნდა იყო, თორემ მოწინაამედე დაგასწრებს”.
დიდებამ არ შეცვალა ნაირა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოსული სპორტსმენი, გამოირჩევა მოკრძალებითა და თავმდაბლობით, რაც მარტო მისთვისაა დამახასიათებელი.
“რაც არ უნდა მოხდეს, იგივე ნაირი ვრჩები, ჩემთვის არაფერი იცვლება.”
ოცნებობს კიდევ უფრო გაძლიერდეს რწმენაში. ცნობილი ახალქალაქელი მოკრივე ჭიდაობის რინგზე საეკლესიო ჩაცმულობით ჩნდება, ხმამაღლა ლოცულობს, რაც ბევრს აოცებს.
„იცით, რა არის ჩემი ოცნება, რომ ჩემი რწმენა ღმერთისადმი გამიძლერდეს და ღმერთი ამისრულებს ჩემს ოცნებებს. ერთადერთი ჭეშმარიტი ადგილი, რომელსაც ვხედავ, არის ეკლესია, სადაც სიმშვიდეს ვპოულობ. 7 წლიდან ვმსახურობ ეკლესიაში, ძალიან მაკრიტიკებენ, რინგი და ეკლესია როგორ გავაერთიანე, გიპასუხებთ დებო და ძმებო, ღმერთი ყველას მადლს ანიჭებს, ეს მადლი მომცა, თუ არ გამოვიყენებ, მაშინ ღმერთი წამართმევს მე მას: მაშასადამე, ვაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ, არა დიდების გულისთვის, არამედ უფლის სახელით.
ნაირ მელიქიანს არასოდეს წაუგია პროფესიონალურ MMA რინგზე. ყველა ბრძოლა რთული იყო. თუმცა, მისთვის დასამახსოვრებელი დარჩა 2017 წლის ევროპის მსოფლიო ჩემპიონატი ბულგარეთში.
„ბრძოლის წინ და ბრძოლის დროს მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ და მადლობა ღმერთს, არასდროს წამიგია. ბულგარეთში 5 მეტოქესთან მომიწია ბრძოლა, პირველ ბრძოლაში ფეხი მოვიტეხე. ვლოცულობდი, რომ ტრავმის გამო ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაცია არ მოეცათ, ღმერთმა ძალა მომცა, დიდი ზეწოლა იყო, ძალიან რთული იყო, მაგრამ გავიმარჯვე“.
ნაირი განსაკუთრებული ენთუზიაზმით აღნიშნავს, რომ ძალას ანიჭებს მაყურებელი, რომელიც მას გულშემატკივრობს. მისი ბრძოლები გადაჭედილი დარბაზებით გამოირჩევა.
„საზოგადოების ყოფნა დიდ ძალას მანიჭებს, ჩემს კონკურენტებს უკვირთ კიდეც, რომ ის საქართველოდანაა და ამდენი გულშემატკივარი ჰყავს. გმადლობთ ყველას, დარბაზი ყოველთვის სავსეა, იმდენი ხალხი მოდის მხოლოდ ჩემს კრივზე, სომხეთშიც კი უკვირთ, ჯავახები ასე შეკრული რომ ვართ“.
ჩვენი გმირი აღნიშნავს, რომ ვერაფერი შეაჩერებს მას აკეთოს ის, რაც უყვარს. მუდმივად და გულმოდგინედ ვარჯიშობს UFC-ის შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის.
„UFC-ში გადასვლა მაქვს მიზანდ დასახული. ღმერთმა ქნას, ვნახოთ, როგორც უფალი ინებებს. მხოლოდ ღმერთის მეშინია, ძილის წინ ვლოცულობ. მიყვარს მომლოცველობა, ალპინიზმი, ცხენებით ჯირითი“.
ნაირი საქართველოსა და სომხეთის დროშის ქვეშ გამოდის სხვადასხვა ქვეყანაში, ის ღირსებით ატარებს იმ ქვეყნის სახელს, სადაც ცხოვრობს, ასევე ქვეყნის, რომელიც მისი ისტორიული სამშობლოა და ამ ყველაფერს ღვთის სახელით აკეთებს.