23-26 ნოემბერს ერევანში კრივის საერთაშორისო ტურნირი „მეგობრობის თასი“ გაიმართა. ახალქალაქის სპორტკომპლექსის მოსწავლეები წარმატებულად წარსდგნენ შეჯიბრზე და წამყვანი პოზიციები დაიკავეს.
2006-07 წწ და 2008-09 წწ-ში დაბადებულმა მოკრივეებმა ტურნირში მონაწილეობა ატომ ელიზბარიანის ხელმძღვანელობით მიიღეს. 9 მოკრივედან 7-მა პრიზი მოიპოვა.
- არტურ არაქელიანი, პირველი ადგილი 57 კგ წონით კატეგორიაში
- ვენეტიკ ზანდარიანი, მეორე ადგილი 70 კგ წონით კატეგორიაში
- სამველ ღაზარიანი, მეორე ადგილი 75 კგ წონით კატეგორიაში
- გრიშა ელიზბარიანი, მესამე ადგილი 46 კგ წონით კატეგორიაში
- არტიუშ აივაზიანი, მესამე ადგილი 60 კგ წონით კატეგორიაში
- არტურ მოვსისიანი, მესამე ადგილი 50 კგ წონით კატეგორიაში
- იურა გრიგორიანი, მესამე ადგილი 52 კგ წონით კატეგორიაში
ტურნირი სომხეთის კრივის ფედერაციისა და ერევნის მუნიციპალიტეტის ინიციატივით გაიმართა, რომელშიც სომხეთიდან, საქართველოდან და რუსეთიდან 150-ზე მეტი ახალგაზრდა მოკრივე მონაწილეობდა.
