სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ეჩმიაძინში საერთაშორისო ჩემპიონატი შერეულ ორთაბრძოლებში MMA 2021 გაიმართა. თავის წონით კატეგორიაში ჩემპიონი ახალქალაქელი სპორტსმენი ნაირ მელიქიანი გახდა. პირველი მეტოქე ბრძოლის დაწყებიდან პირველ წუთზე დაამარცხა, მეორემ კი ბრძოლაზე უარი თქვა.
ჩემპიონატი ეჩმიაძინში 17 დეკემბერს გაიმართა. შეჯიბრებები პროფესიონალურ საბრძოლო სამბოში მიმდინარეობდა. ნაირ მელიქიანის მეტოქეები ირანელი მებრძოლები იყვნენ. ირანის საბრძოლო სამბოს ჩემპიონთან ბრძოლაში პირველ წუთზე მოიპოვა გამარჯვება და 73 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა.
ნაირ მელიქიანი გამარჯვებას დედას უძღვნის, მადლობას უხდის ვიქტორ ჰოვსეფიანსაც, რომელიც მწვრთნელ აშოტ პეტროსიანთან ერთად მის გვერდით იყვნენ.
ნაირ მელიქიანის შერეულ ორთაბრძოლებში გამარჯვებები პირველი არ არის. მისი სტილი მოწინააღმდეგის ბრძოლის პირველივე წამებზე დამარცხება გახდა.
სომხეთის 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ჯავახეთიდან ნაირ მელიქიანი აღიარეს. სპორტსმენი როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის სახელით გამოდის. ამ ჩემპიონატზე საქართველოს წარმოადგენდა.