ნაირ მელიქიანმა კავკასიის რეგიონის MMA მსუბუქი წონის მოჭიდავეთა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, – ამის შესახებ ვებგვერდი Tapology იტყობინება.
კავკასიის რეგიონის 120 აქტიურ პროფესიონალ მოჭიდავეს შორის პირველ ადგილზე სპორტსმენი ჯავახეთიდან, ნაირ მელიქიანი გავიდა. სარეიტინგო ცხრილი შედგენილია სპორტსმენების ბრძოლებისა და გამარჯვებების საფუძველზე.
“დიდი ხანი ველოდი ამას, რომ კავკასიაში პირველი ადგილი დამეკავებინა, ბოლოს და ბოლოს, ასეც მოხდა”, – ამბობს იგი.
ნაირ მელიქიანი თავისი სწრაფი გამარჯვებებითა და ნოკაუტებით ცნობილია, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში.
შერეულ ორთაბრძოლებში ტიტანის გლობალურ ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში 2019 წლის 4 მაისს გაიმართა, სომხეთის წარმომადგენელმა ჯავახმა ნაირ მელიქიანმა რამდენიმე წამში შეძლო მეტოქეზე უპირატესობის მოპოვება.
2019 წლის 24 თებერვალს ერევანში შერეული ორთაბრძოლების ტურნირზე MIX Fight -ი, რომელიც პირველად გაიმართა, საქართველოს წარმომადგენელმა ნაირ მელიქიანმა 20 წამში შეძლო მეტოქესთან უპირატესობის მოპოვება და აბსოლუტური გამარჯვების მოპოვება.
2018 წლის თებერვალში მან მოიპოვა საჩემპიონო ქამარი სომხეთში გამართულ ჩემპიონატზე, სადაც გამარჯვებისთვის იბრძოდნენ სპორტსმენები სომხეთიდან, საქართველოდან და ირანიდან.
2017 წლის ივლისში, ბათუმში გამართულ საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ფესტივალზე – International Martial Arts Festival ნაირ მელიქიანმა პირველი საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
ნაირ მელიქიანი კიკბოქსინგის ჩემპიონად 2013, 2014, 2015, 2016 წლებში საქართველოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე იქნა აღიარებული.
ნაირ მელიქიანი სომხეთის ჩემპიონია MMA-ში
ნაირ მელიქიანი პროფესიონალურ კრივში მეორე გამარჯვებას აღნიშნავს (ვიდეო)
არც ერთი მარცხი პროფესიულ რინგზე – ნაირ მელიქიანი (ვიდეო)