სპორტსმენმა ჯავახეთიდან, ნაირ მელიქიანმა პროფესიონალურ კრივში მეორე გამარჯვება მოიპოვა. მან მეტოქე ბრძოლის პირველ რაუნდშივე დაამარცხა.
დღეს, 15 აპრილს, ნაირ მელიქიანი პროფესიულ რინგზე ლიბანელ სპორტსმენ ჰოსეინ ფარაჰს შეებრძოლა. ნაირ მელიქიანი 75 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
„ უფლის ნებით გავიმარჯვე. მეორედ ვიყავი პროფესიულ კრივში. ჩემს გამარჯვებას მამაჩემს ვუძღვნი“, – განაცხადა Jnews-თან საუბრისას მელიქიანმა.
ნაირ მელიქიანის მწვრთნელი არტურ პეტროსიანია. ერევანში გამართულ კრივში საერთაშორისო ტურნირზე ნაირ მელიქიანი საქართველოს წარადგენდა.
არც ერთი მარცხი პროფესიულ რინგზე – ნაირ მელიქიანი (Video)