ოთხდღიანი შესვენების შემდეგ, ახალქალაქის რაიონის სოფელ ხავეთს, ამჯერად 2 დათვი ეწვია. ლიპარიტ პეტროსიანის კუთვნილი სკა ისევ თავდასხმის ობიექტი გახდა, მაგრამ მეპატრონეების დანახვისას დათვებმა ტერიტორია სწრაფად დატოვეს.
თვითმხილველების თქმით, 20 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათისთვის, დაახლოებით 350 კმ-წონის, ორმა დიდმა დათვმა პეტროსიანის კუთვნილი სკები დაამტვრიეს.
“მეზობლებმა დარეკეს და გვითხრეს, რომ გარეთ გამოვსულიყავით. დათვი თქვენს სკებს ამტვრევსო. ავიღე პროჟექტორი და გავედი. ერთი კი არა, უკვე 2 დათვი იყო. ჩვენს დანახვაზე გაიქცნენ. ჩემი მეზობელი სარდაფს აშენებს, იქ, დაახლოებით 2 მეტრის სიღრმის ორმოა, ერთმა დათვმა ორმო ვერ შენიშნა და შიგ ჩავარდა, მაგრამ ძალიან მალე შეძლო ამოძრომა და გაიქცა”, – ამბობს ლიპარიტი.
მან 112-ში დარეკა, უთხრეს, რომ მერიას უნდა მიმართოს. მაგრამ, იმდენად, რამდენადაც მან უკვე მიმართ მერიას, იცოდა რასაც უპასუხებდნენ, რომ მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ. ამიტომ ისევ 112-ში დარეკა.
“მერე რა, რომ სომხები ვართ? ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ. ვის დავურეკოთ? ვეუბნები, რომ მერიაში დავრეკე და მითხრეს, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. რა მოვიმოქმედო, აღარ ვიცი? თურქეთში დავრეკო თუ ამერიკაში? დაახლოებით ერთ საათში მოვიდა პოლიცია და მაშუქებითა და სიგნალებით სცადეს დათვების დაფრთხობა”, – განაცხადა დაზარალებულმა ფერმერმა.
ლიპარიტ პეტროსიანს უკვე სათვალავი აერია, რა რაოდენობის ზარალი მიადგა, იმიტომ, რომ არ იცის კომპენსაციისთვის ვის მიმართოს. აღსანიშნავია, რომ ყოველ ჯერზე, როცა დათვი მის ადგილში შედის, თითქოს არჩევს, რომ ძველი სკა გაანადგუროს, სადაც მეტი ფუტკარია. ასეთი სკის მინიმალური ფასი 600 ლარია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დათვმა ლიპარიტს უკვე 5 სკა გაუნადგურა.
დათუნიას თავგადასავალი ჯავახეთში: ის რამდენიმე სოფელს ესტუმრა
დათვისგან მიყენებულ ზარალს მერია არ აანაზღაურებს
ჯავახეთში საფუტკრეში დათვი ავიდა და თაფლი შეჭამა
კამერებმა ჯავახეთში “ცელქი” დათვი დააფიქსირეს