უკვე მეოთხე ღამეა, დათვი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებს „სტუმრობს“ და ფუტკრებს ანადგურებს. გასულ ღამით, დათვი მეორედ ეწვია სოფელ ხავეთში პეტროსიანის სკას.
ხავეთის მაცხოვრებლებმა ვიდეო მოგვაწოდეს, სადაც ჩანს, თუ როგორ დადის დათვი ტყეში. ჯავახეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლების თქმით, დიდი ალბათობით, ეს დათვი იგივე დათვია, რომელიც კამერებმა თეთრობის რაიონში დააფიქსირეს.
მათ თავიანთ პროგრამაში ხავეთელების მიერ მიწოდებული მოკლე ვიდეო ატვირთეს და მიანიშნეს, რომ ეს დათვი იგივეა, რომელიც თეთრობის ტყეში დააფიქსირეს.
როგორც ჯავახეთის ეროვნული პარკის თანამშრომელი, სამველ პეტროსიანი ამბობს, ეს ტერიტორიები ეროვნული პარკის შემადგენლობაში არ შედის, თუმცა ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნეს.
„ჩვენი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ასეთი შემთხვევები საერთოდ არ დაფიქსირებულა, მაგრამ ჩვენმა კამერებმა გადაიღო, რომ მაგალითად, თეთრობში აშკარად ჩანს, რომ დათვი დადის, მაგრამ არანაირ ზიანს არ აყენებს გარემოს. ახლა უკვე, დათვი რამდენჯერმე ესტუმრა სოფლებს და სკებს ანადგურებს. ვფიქრობ, ზომები უნდა იქნას მიღებული მანამ, სანამ ადამიანები დაზარალდებიან. რა შეიძლება გაკეთდეს? ან დათვი შეაშინეთ ხმაურით, ან სოფელში დარაჯები დააყენეთ“, – ამბობს ჯავახეთის ეროვნული პარკის თანამშრომელი, სამველ პეტროსიანი.