წუხელ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანში ერთ-ერთი მკვიდრის სახლში დათვი შევიდა, საფუტკრე გატეხა, თაფლი შეჭამა და წავიდა.

 

5

აბგარიანების ოჯახს 3 სკა ჰყავდა, სამივე დათვმა გაანადგურა, მათ ოჯახს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

7

6

 

„ღამით არაფერი გაგვიგია, დილით გავიღვიძეთ და ვნახეთ, რაც მოხდა. საშინელებაა, კარგია, რომ არავინ დაშავდა. თავიდან, არც კი ვიცოდით, რომ დათვი შეიძლებოდა ყოფილიყო, გვეგონა, რომ ძროხა სკას შეეჯახა და წააქცია. მოგვიანებით რომ ვნახეთ, რა და როგორ მოხდა, გაგვიკვირდა, ასეთი შემთხვევა ჩვენს სოფელში არ ყოფილა“, – ამბობს რუბიკ აბგარიანი.

ფუტკრების უმეტესობა დაიხოცა, დანარჩენი კი, მეპატრონეების თქმით, დათვმა შეჭამა.

 

3

აბგარიანები თაფლის გამოწურვას 15 დღეში აპირებდნენ, დაახლოებით 45-50 კგ თაფლი უნდა მიეღოთ, რაც 1000 ლარზე მეტი ღირებულებისაა.

სოფელში ყველა გაკვირვებულია, ეს სოფელში პირველად ხდება, არც კი გაუგიათ, რომ სოფელში შეიძლება დათვი იყოს.

შემთხვევის ადგილზე ეროვნული პარკის წარმომადგენლები, სამველ პეტროსიანი და თამაზ კარაპეტიანი იმყოფებოდნენ.