მელე-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მელე-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მელე-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება ძლიერი თოვის გამო შეიზღუდა.

„ძლიერი თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთსა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ181-კმ189 (უშგული-ლასდილი) საუღელტეხილო მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: გზა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე