გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო. დაკავებულია 1 პირი | შსს-ს ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება.
არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა ყარაჯალაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.
დაკავებულს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება.
მეორე პირის დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები” – ნათქვამია შსს-ს კომენტარში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე 19-109-ე, 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
25-ე 19-109-ე მუხლები დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობას გულისხმობს, 236-ე მუხლი – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას. ხოლო, 187-ე მუხლი კი სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.