ბოლო დღეებში დათვმა გადაწყვიტა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს: კარცახს, ხავეტს, დადეშს და სხვ. მორიგეობით ესტუმროს. მოვლენების საინტერესო განვითარების მიხედვით, დათვი, ყველა სოფელში, ერთი და იგივე რაოდენობის თაფლს ჭამს, ანგრევს ყველაფერს და მიდის.
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დათვის ხავეტს სტუმრობს. იქ უკვე ხუმრობენ, – “სიტუაციის გასარკვევად შეგიძლიათ დათვს დაურეკოთ”.
ლიპარიტ პეტროსიანის სკები მისი ოთახის ფანჯრიდან სულ რაღაც 3 მეტრშია. 13 სკიდან დათვმა დაამტვრია 3 სკა და ამდენივე სკის თაფლი შეჭამა. კიდევ რამდენიმე სკა დაამტვრია და წავიდა.
“მის კვალს გავყევით, მინდორში ნაკვალევი ჩანდა, ბალახში კი დავკარგეთ. თათის ანაბეჭდის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დათვი არანაკლებ 300-400 კგ იქნება,” – ამბობს ის.
„დილით დავინახე, რომ სკები თავდაყირა იყო, გატეხილი, თაფლი შეჭმული, კვალის მიხედვით მივხვდით, რომ იქ დათვი იყო“, – ამბობს ის.
მთლიანობაში ლიპარიტმა 500-600 ლარის ოდენობის ზარალი განიცადა.
კომპენსაციის მოთხოვნით მერიას უკვე მიმართა.
„დღეს დათვის მოკვლა 50 000 ლარით ჯარიმდება. მაგრამ ეს ჩემი საარსებო საშუალებაა, აქ არავინ მოსულა, მაგრამ ფოტოების გაგზავნა მთხოვეს და გავგზავნე“, – ამბობს ლიპარიტი.
კარწახში დათვი ბაგრატ მოსოიანის საფუტკრეს ეწვია. მისი თქმით, დათვი კლდიდან ჩამოვიდა და მისი სკა გაანადგურა. აქვე გაანადგურა სამი სკა, შეჭამა თაფლი და დახოცა ფუტკარი.
კარწახში მოსოიანების ოჯახი ერთადერთია, ვისაც ფუტკარი ჰყავს. მას 1000-1500 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. სულ 25 სკა აქვს.
”მე ის არ მინახავს, მაგრამ ამბობენ, რომ ბელებთან ერთად იყო. ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ დროთა განმავლობაში ამან შეიძლება მეტი ზიანი მოგვაყენოს ადამიანებს. ფუტკარზე არაა საუბარი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, შეიძლება დღეს არ მოვიდეს, ხვალ მოვიდეს. 65 წლის ვარ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა“, – ამბობს ბაგრატი.
მოსოიანის ძაღლი ისეა შეშინებული, ჩვენს სანახავად არც კი გამოსულა. პატრონის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ძაღლი გიგანტური დათვის დანახვისას შეშინდა.
მოსოიანებს კომპენსაციის მოთხოვნით მერიისთვის ჯერ არ მიუმართავთ.
მთავარი ფოტო ინტერნეტიდან.