მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 200 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.68%-ით არის მომატებულია.
ამასთან, მსოფლიო ბირჟებზე გრამი ოქროს ფასი 134.96 აშშ დოლარს შეადგენს, რაც დღიურ ჭრილში 2.14 დოლარით ანუ 1.60%-ით მომატებულია.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 60.53 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 2.33%-ით მომატებულია.
რაც შეეხება საქართველოს, 9 ოქტომბრის მონაცემებით, ოქროს ფასი დაკლებულია. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დაახლოებით, 355 ლარია (8 ოქტომბერს – 364 ლარი იყო), 750 სინჯის – 266 ლარი (8 ოქტომბერს – 268 ლარი იყო), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 207 ლარი ღირს (8 ოქტომბერს – 206 ლარი იყო ).
რაც შეეხება ვერცხლს, ოქტომბრის მონაცემებით, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 4.92 ლარი (8 ოქტომბერს – 5.03 ლარი იყო) ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი 4.31 ლარია (8 ოქტომბერს – 4.47 ლარი იყო).