10 თვეში საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შემოსავლები 50.9 მილიონი ლარით გაიზარდა

10 თვეში საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შემოსავლები 50.9 მილიონი ლარით გაიზარდა

2026 წლის 10 თვეში საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 50.9 მლნ ლარით (9%-ით) გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემები ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, ანგარიშშია ხელმისაწვდომი.

ამასთან, მხოლოდ ოქტომბერში, აღნიშნულიდან ხაზინა 52 მლნ ლარზე მეტით შეივსო.

უფრო დეტალურად, ხაზინის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში იმპორტირებული საწვავის აქციზიდან (ბენზინი, დიზელი და ა.შ.) საქართველოს ბიუჯეტმა 630 879 192 ლარის შემოსავალი მიიღო, 2025 წლის 10 თვეში კი 579 941926 ლარის.

უფრო კონკრეტულად, წელს იანვარ-ოქტომბერში საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში გადარიცხული თანხა ასე ნაწილდება:
ბენზინი – 312 413 938 ლარი (2025 წელის იანვარ-ოქტომბერი – 311 582 304 ლარი);
დიზელი – 200 509 834 ლარი (2025 წელი იანვარ-ოქტომბერი – 226 801 905 ლარი);
ნავთი – 153 360 ლარი (2025 წელი იანვარ-ოქტომბერი – 70 972 ლარი);
სხვა ნავთობპროდუქტები – 117 802 060 ლარი (2025 წელი იანვარ-ოქტომბერი – 41 486 745 ლარი).
ამასთან, წელს იანვარ-ოქტომბერში მთლიანად ხაზინაში იმპორტირებული პროდუქციის აქციზის გადასახადიდან 2.238 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა, მხოლოდ საწვავიდან 630.

879 მლნ ლარზე მეტი შევიდა, დანარჩენი თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელზე, ავტომობილებზე და ა.შ. ნაწილდება.

შედეგად გამოდის, რომ ბიუჯეტში აქციზიდან შესული თანხის 28%-ზე მეტი სწორედ საწვავის აქციზზე მოდის.

შეგახსენებთ, რომ საწვავის აქციზის გადასახადი საქართველოში 2017 წლიდან გაორმაგდა. ამ წლამდე აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი დღეს შეადგენს 38 თეთრს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო. აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავლის ზრდა კი ქვეყანაში საწვავზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე