დღეს საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ

დღეს საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ

დღეს, 23 ნოემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შესრულდება.

წმინდა გიორგი III საუკუნის მეორე ნახევარში, კაპადოკიაში, შეძლებული ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს, იგი მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანთა დევნის დაწყების შემდეგ იმპერატორზე უარი თქვა. წარმართმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. ღვთის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის — ბორბალზე წამება. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული აღადგინა. 303 წელს წმინდანს თავი მოჰკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში მოწამეობრივად აღესრულა. ეკლესიის ისტორიაში იგი ძლევამოსილ და უძლეველ ზეციურ მხედრად შევიდა.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 6 მაისი მისი მოწამეობრივი აღსასრულის დღეა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე