მოკრივე გორ აივაზიანმა 23-წლამდელ სპორტსმენთა შორის კრივის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, რომელიც ხორვატიის ქალაქ პორეჩში გაიმართა.
22 ნოემბერს ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში გორ აივაზიანი თურქ მოკრივეს, სელაჰატინ ჩინიბულაკს შეხვდა. ბრძოლის შედეგად სომეხი სპორტსმენი მეტოქესთან დამარცხდა და ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გორ აივაზიანი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია. იგი ასევე კრივის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და 22-წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში ოთხგზის ევროპის ჩემპიონია.
სპორტსმენის მწვრთნელი გაგიკ ელიზბარიანია. გორი კრივის ადგილობრივი სკოლის აღზრდილია და ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში ვარჯიშობს.
საქართველოს კრივის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინავაა.