დათვის მიერ დაზარალებულმა მოსახლეობამ ახალქალაქის მერიას კომპენსაციისთვის მიმართა, მაგრამ მათ უთხრეს, რომ კომპენსაციის მიღება შეუძლებელია.

მერი მელკონ მაკარიანი ამბობს, რომ არ შეუძლიათ კომპენსაცია გასცენ ადამიანებზე.

“ჩვენ გვაქვს დაფინანსება სტიქიის დროს დაზარალებულებისთვის, როგორიც არის ქარი, ელჭექი, წყალდიდობა და ა.შ. ამ შემთხვევაში არ შეგვიძლია რაიმე სახის დახმარების გაცემა, არა იმიტომ, რომ არ გვინდა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ დათვმა ყველაფერი დაანგრია, ეს შემოსავლის წყაროა იმ ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ ასეთი შესაძლებლობა არ გვაქვს”, – ამბობს მერი.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო უფლებას აძლევს ადამიანებს დააზღვიონ საკუთარი პროდუქცია. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ განმეორდება, სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ ზარალს.

აღსანიშნავია, რომ დღეს, დათვი მეორედ ეწვია სოფელ ხავეთს, ლიპარიტ პეტროსიანის მეურნეობას. ფერმერის თქმით, დღეს ის გაცილებით ლმობიერი იყო და მხოლოდ ერთი სკა  დააზიანა.

მომხდარის გამო, ლიპარიტს მთელი ღამის განმავლობაში არ სძინებია. მხოლოდ ერთი საათით ჩაეძინა და როდესაც გაიღვიძა, ნახა, რომ ერთი სკა აღარ ჰქონდა.

“ჩვენი ბეღელი სკებიდან 30 მეტრშია. დილით, 05:00 საათზე ჩემი ცოლი ძროხების მოსაწველად მიდის. დათვმა მას ზიანი რომ მიაყენოს, კანონის დამცველები რას იტყვიან მაშინ, როცა ამბობენ, დათვის მოკვლა არ შეიძლებაო?”, – ამბობს ლიპარიტი.

როგორც ჩანს დათვის ირჩევს ფუტკრის ძლიერ სკებს, რომლების მინიმალური ღირებულებაც600 ლარია.

ამჯერად სისხლის კვალი იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დათვმა თათი დაიზიანა. ლიპარიტის თქმით, სკის ჩარჩო მავთულის იყო, როგორც ჩანს დათვმა თათი დაიზიანა.

avnasvacq

ლიპარიტმა ახალქალაქის მერიას მიმართა, სადაც მას უპასუხეს, რომ ასეთ შემთხვევაზე კომპენსაციას ვერ მიიღებს.

“არ ვიცი, ვინ უნდა ამინაზღაუროს ზარალი, ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო”, – ამბობს ლიპარიტ პეტროსიანი.

დათუნიას თავგადასავალი ჯავახეთში: ის რამდენიმე სოფელს ესტუმრა

ჯავახეთში საფუტკრეში დათვი შევიდა და თაფლი შეჭამა