უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განახორციელა

უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განახორციელა

უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო ქარხანაზე დარტყმა განახორციელა.

ღამით უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც რამდენიმე სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

ულიანოვსკში ღამის შეტევის სამიზნე სამეცნიერო-საწარმოო საწარმო „ქარხანა ისკრა“ გახდა.

კომპანია კონცერნ „ალმაზ-ანტეის“ შემადგენლობაში შედის და ელექტრონული აპარატურის, საზომი ხელსაწყოების, კავშირგაბმულობის მოწყობილობებისა და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების კომპონენტების წარმოებაზე სპეციალიზდება. კერძოდ, ქარხანა მართვადი რაკეტების — Х-59М2/М2А-ის კომპონენტებს აწარმოებს.

ასევე შეტევის სამიზნე გახდა პერმი, სადაც ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზი“. ეს რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. საწარმო ყოველწლიურად 13 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს გადაამუშავებს და პროდუქციის ფართო ასორტიმენტს უშვებს, მათ შორის მაღალი ხარისხის ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნაგთს (კეროსინს) და საპოხ მასალებს.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რეგიონის ერთ-ერთ საკვანძო სამრეწველო ობიექტს და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულ საწარმოს წარმოადგენს, რომელიც საწვავით უზრუნველყოფს როგორც შიდა, ისე საექსპორტო ბაზრებს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე