სოფელ სულდას ცენტრალურ გზაზე დღეს, სიჩქარის 4 შემზღუდავი დაამონტაჟეს. სამუშაოებს კომპანია “ჯავახავთოგზა” ახორციელებდა.
როგორც ქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა განაცხადა, სამუშაოები დილიდან დაიწყო და ახლა დასკვნით ეტაპზეა. მოსახლეობის მოთხოვნის თანახმად, სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერები ასფალტისაა.
„ოთხ ადგილას სოფლის მოსახლეობასთან თანამშრომლობის შედეგად დამონტაჟდა. როგორც უნდოდათ – ასფალტით, რადგან პლასტმასის ბარიერები თოვლის გაწმენდისას პრობლემებს ქმნის. ასე რომ აღარ განმეორდეს, გააკეთეს ასფალტისგან, მაგრამ უფრო მოდერნიზებული, ანუ ბევრად უფრო ფართო.”
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, სოფლის ცენტრში საერთაშორისო ტვირთის გადამზიდავი 7 წლის გოგონას დაეჯახა.
ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ახლა გოგონა თბილისში, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ იმყოფება.
ამ თემაზე მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ:
შეჯახების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
დღევანდელი ინციდენტის შედეგად სულდაში სიჩქარის ამწევები დამონტაჟდება
სოფელ სულდაში ბავშვს სატვირთო დაეჯახა