სულდაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გუშინ, 11 ივნისს დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – გვითხრეს ახალქალაქის საავადმყოფოში. ახლა ის თბილისში, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ იმყოფება.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თავის არეში ოპერაცია ჯერ არ არის საჭირო, ვინაიდან ჰემატომა დიდი არ არის, ეს ახალქალაქის საავადმყოფოშიც დადასტურდა. მკურნალობას ექვემდებარება. შინაგანი ორგანოები დაზიანებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, სოფლის ცენტრში საერთაშორისო ტვირთის გადამზიდავი სატვირთო სოფლის მკვიდრ, 7 წლის გოგონას დაეჯახა.
ამ თემაზე მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ:
სულდაში სიჩქარის ამწევები დამონტაჟდება
სულდაში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები ჯერ არ დამონტაჟებულა
სოფელ სულდაში ბავშვს სატვირთო დაეჯახა