დღეს, 11 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე სოფელ სულდაში საერთაშორისო ტვირთის გადამზიდველი ტრაილერი 7 წლის გოგონას დაეჯახა. ბავშვი მშობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. Jnews-ი ბავშვის მდგომარეობის გარკვევას საავადმყოფოდან ცდილობს.

ბავშვი ცეკვის გაკვეთილზე, სოფლის ცენტრში მდებარე შენობაში არსებულ  კლუბში მიდიოდა. ტერიტორიაზე სხვა ბავშვებიც იყვნენ, რომლებიც მშობლებთან ერთად მიდიოდნენ.  ბავშვის მშობლები სასწრაფო დახმარების მისვლას არ დაელოდნენ და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სოფლის მცხოვრებლების თქმით, ბავშვის მდგომარეობა კრიტიკული არ არის, თუმცა სასწრაფო დახმარების მანქანით თბილისში გადაიყვანენ.

287192387_408202724526744_6555874475305503661_n

სოფლის ცენტრში შეკრებილი მამაკაცები ამბობენ, რომ სატვირთოები სოფლის ტერიტორიაზე ყოველთვის დიდი სიჩქარით მოძრაობენ, რომ ქვეითებს მანქანის დაჯახების საფრთხე ყოველდღიურად ემუქრებათ. როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, ცეკვის გაკვეთილზე 30 ბავშვი დადის. შემთხვევის ადგილზე მყოფი ბავშვების უმეტესობამ ძლიერი სტრესი განიცადა.

„ძლივს გააჩერა, დიდი სიჩქარით მიდიოდა. ბავშვები ახლა სახლებში კანკალებენ”, – ამბობენ თვითმხილველები.

მოსახლეობას გზაზე მოძრაობის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟება სურს, რათა სოფელში გამავალი სატვირთოები იძულებული გახდნენ მოძრაობა შეანელონ. თუმცა, ახალქალაქის მერმა უთხრა მათ, დაელოდონ და ერთად გადაწყვიტონ პრობლემა.

286221479_5861416933873534_710802529847471919_n