სოფელ სულდას მცხოვრებლები ხელისუფლებისა და პოლიციისგან სოფელში მოძრაობის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟებას ითხოვენ.
მოსახლეობა დიდი ხანია სწუხს, რომ სატრანზიტო სატვირთოები სოფელში გამუდმებით დიდი სიჩქარით მოძრაოვენ, მაგრამ დღეს, მას შემდეგ, რაც სატვირთო მანქანა ბავშვს დაეჯახა, გადაწყვიტეს გზა არ გაეხსნათ მანამ, სანამ ხელოვნურ ბარიერებს არ დაამონტაჟებენ.
სოფელი სულდა ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მდებარეობს, რომელიც მიდის თურქეთის საზღვართან. ამ გზაზე სატვირთოები მუდმივად ახორციელებენ ტვირთის გადაზიდვას.
დღეს, 11 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, სატვირთო მანქანა 7 წლის გოგონას დაეჯახა. სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა და გააპროტესტა, რომ სოფელში ხალხის გადაადგილება უსაფრთხო არ არის. პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ სულდას მცხოვრებლებთან, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან საუბრის შემდეგ პირობა დადეს, რომ ხელოვნური ბარიერები სოფელში 7 ადგილას დამონტაჟდება.
სიჩქარის შემზღუდავების დამონტაჟება დაგეგმილია სკოლის წინ (ორივე მხრიდან), სოფლის კლუბთან (ორივე მხრიდან), მოსახლეობის თავშეყრის ადგილების მახლობლად, (ადგილობრივები “ნახრკაშს” ეძახიან) და კიდევ ერთი, სოფლის შესასვლელთან.
მოსახლეობა ფიქრობს რომ ზემოაღნიშნული ჩამონათვალი არ შეასრულდება, და ამბობენ, რომ თუ 14 ივნისამდე არ შეასრულებენ დაპირებას, გზას გადაკეტავენ.
„ეს შემთხვევა პირველი არ არის. ქალს მანქანამ დაარტყა და მიატოვეს. რა თქმა უნდა, სატვირთო მანქანა ძალიან სწრაფად მოძრაობდა. ჩვენთან ყოველთვის რაღაც ხდება“, – ამბობს სარო აპოიანი.
თავდაპირველად სატვირთო მანქანებს არ უშვებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბავშვს დაეჯახა, სატვირთო მანქანა ექსპერტიზაზე წაიყვანეს და 5 ხელოვნური ბარიერის დამონტაჟებაზე შეთანხმდნენ, გზა სატვირთო მანქანებისთვის გაიხსნა.
სოფელ სულდაში ტრაილერი ბაქვშვს დაეჯახა