Numbeo-ს განახლებული მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი საშუალო ყოველთვიური ხელფასი შვეიცარიაშია დაფიქსირებული.
კერძოდ, შვეიცარიაში გადასახადების გადახდის შემდეგ საშუალო ყოველთვიური ხელფასი 6 822 დოლარს შეადგენს.
რეიტინგში გაერთიანებულია 55 ქვეყნის მონაცემები, რომელთა შორისაც საქართველო 49-ე ადგილს იკავებს. Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოში გადასახადების შემდეგ საშუალო ყოველთვიური ხელფასი 621 დოლარს შეადგენს.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის რეიტინგში მოხვდნენ თურქეთი (41-ე ადგილი) და რუსეთი (44-ე ადგილი). კერძოდ, რუსეთში საშუალო ყოველთვიური ხელფასი 943 დოლარია, ხოლო თურქეთში — 1063 დოლარი.
გამოცემა „BusinessPressNews“ იმ 10 ქვეყნის მონაცემებს აქვეყნებს, სადაც ყველაზე მაღალი საშუალო ყოველთვიური ხელფასია:
შვეიცარია – 6 822 დოლარი;
ლუქსემბურგი – 5 151 აშშ დოლარი;
სინგაპური – 4 426 დოლარი;
ნორვეგია – 4 396 დოლარი;
დანია – 4 324 დოლარი;
აშშ – 4 285 დოლარი;
ისრაელი – 3 880 დოლარი;
ავსტრალია – 3 859 დოლარი;
ნიდერლანდები – 3 690 დოლარი;
დიდი ბრიტანეთი – 3 635 დოლარი.