გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი ბოლო სავაჭრო დღეს გაიზარდა. კერძოდ, Brent crude oil-ის ფასი ბარელზე 0.63%-ით მოიმატა და 96.42 დოლარი შეადგინა. პარალელურად, WTI crude oil-ის ღირებულება 0.47%-ით გაიზარდა და ბარელზე 89.21 დოლარს მიაღწია.
თუმცა, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, ნედლი ნავთობის ფასი შემცირებულია. კერძოდ, 6 ნოემბერს Brent crude oil-ის ფასი ბარელზე 98.32 დოლარს, WTI crude oil-ის ღირებულება კი 90.83 დოლარს შეადგენდა.
მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების შემცირების ტენდენცია საქართველოში მოქმედ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე ეტაპობრივად ისახება. გასულ კვირას გარკვეული ტიპის საწვავი Gulf-ის ბენზინგასამართ სადგურებზე გაიაფდა, მიმდინარე კვირას კი რამდენიმე მსხვილ ქსელში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 3-10 თეთრით შემცირდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს საწვავი დღეს საქართველოში მოქმედ მსხვილ ბრენდულ ქსელებში:
Gulf
G-Force სუპერი – 4.65 ლარი;
G-Force პრემიუმი – 4.35 ლარი;
G-Force ევრო რეგულარი – 4.05 ლარი;
G-Force ევრო დიზელი – 4.99 ლარი;
ევრო დიზელი – 4.93 ლარი.
Wissol
ეკო სუპერი – 4.68 ლარი;
ეკო პრემიუმი – 4.39 ლარი;
ევრო რეგულარი – 4.08 ლარი;
ეკო დიზელი – 4.99 ლარი (შემცირდა 8 თეთრით);
ევრო დიზელი – 4.94 ლარი (შემცირდა 4 თეთრით).
Socar
ნანო სუპერი – 4.65 ლარი;
ნანო პრემიუმი – 4.31 ლარი;
ნანო ევრო რეგულარი – 4 ლარი;
ევრო 5 დიზელი – 4.85 ლარი;
ნანო ევრო 5 დიზელი – 4.90 ლარი.
Rompetrol
Efix სუპერი – 4.65 ლარი (შემცირდა 3 თეთრით);
Efix ევრო პრემიუმი – 4.35 ლარი (შემცირდა 3 თეთრით);
efix ევრო რეგულარი – 4.04 ლარი (შემცირდა 4 თეთრით);
efix ევრო დიზელი – 4.99 ლარი (შემცირდა 5 თეთრით);
ევრო დიზელი – 4.94 ლარი (შემცირდა 3 თეთრით).
Portal
სუპერი – 4.29 ლარი (შემცირდა 10 თეთრით);
პრემიუმი – 4.14 ლარი (შემცირდა 5 თეთრით);
ევრო რეგულარი – 3.89 ლარი (შემცირდა 5 თეთრით);
ევრო დიზელი – 4.89 ლარი (შემცირდა 5 თეთრით);
ეფექტური დიზელი – 4.79 ლარი (შემცირდა 5 თეთრით).