სომხურმა საგანმანათლებლო ფონდმა ფასიანი სწავლების სტუდენტებისთვის სტიპენდიების კონკურსი გამოაცხადა. სტიპენდიები გადაეცემათ სომხეთის მოქალაქეებს, სომხური წარმომავლობის სირიელ სტუდენტებს, ასევე სომეხ სტუდენტებს, რომლებიც არცახში და ჯავახეთში ცხოვრობენ.
სტიპენდიები გაიცემა აღნიშნული სასწავლო წლის საფასურის ოდენობით მაღალი წარმატების მქონე, ასევე ფინანსურად გაჭირვებული სტუდენტების დაჯილდოებისა და ხელშეწყობის მიზნით, რომლებიც სომხური საგანმანათლებლო ფონდის შერჩეული პროფესიებით სწავლობენ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირველი კურსის სტუდენტებს, რომლებიც 2021 წლის სექტემბრიდან სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული ანაზღაურებადი სისტემის შესაბამისად განათლების მისაღებად ემზადებიან, ასევე მაღალი კურსის სტუდენტებს, მათ შორის მაგისტრანტებსა და ასპირანტებს.
სტიპენდიები გადაეცემათ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სომეხი წარმოშობის სირიელ სტუდენტებს, ასევე არმახსა და ჯავახეთში მცხოვრებ სომეხ სტუდენტებს, რომელთა საშუალო აკადემიური მოსწრება არანაკლებ 15; 7; 3.2 ან 75 ქულას შეადგენს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, უნდა შეავსოთ განაცხადი 2021 წლის 6 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით:
შეკითხვების ან რაიმეს დაზუსტების მიზნით, შეგიძლიათ მისწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე aef@aef.am ან დარეკოთ ტელეფონზე.
მსურველმა პირადად უნდა დარეკოს ან მივიდეს ოფისში. გთხოვთ, ოჯახის წევრებს არ სთხოვოთ დარეკვა და გააგზავნოთ ნათესავები და მეგობრები ოფისში თქვენს ნაცვლად.