ორმოები ახალქალაქის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე

ორმოები ახალქალაქის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე

თავისუფლებისა და აღმაშენებლის ქუჩების ტროტუარებზე ასფალტის საფარის დაზიანება დაფიქსირდა. ორივე შემთხვევაში საქმე ეხება არა ზედაპირულ ორმოებს, არამედ საფარის დაშლას ხვრელებისა და ჩანგრევების წარმოქმნით. შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ეს ორმოები ქვეითთა სავალ ნაწილზე მდებარეობს და მცხოვრებთა უსაფრთხო გადაადგილებას საფრთხეს უქმნის.
თავისუფლების ქუჩის ტროტუარზე, კაზინო „ვეგასთან“ არსებული ორმო დღითიდღე იზრდება. ჩანგრეული ადგილის კიდეები უსწორმასწოროა, ასფალტის ნაწილი შიგნით ჩაიშალა. დაზიანებული საფარის ქვეშ კარგად ჩანს გრუნტი, ქვები და სხვა მასალები. ხვრელში ასევე არის ნაგავი — ქილები, შეფუთვები და სხვა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის, რომ დაზიანება მხოლოდ საფარის ზედა ფენას არ შეხებია. ჩანგრევის გარეგნული იერიდან გამომდინარე, ასფალტის ქვეშ არსებული საძირკვლის ნაწილი არ არსებობს, ან მდგრადობა აქვს დაკარგული. რამდენად ღრმა შეიძლება იყოს ჩანგრევა და ვინ დაზარალდება, თუ ასფალტის თხელი ფენა უეცრად ჩაინგრევა, გაურკვეველია.
იუსტიციის სახლთან, აღმაშენებლის ქუჩაზე, არსებული სიტუაციაც შეშფოთებას იწვევს. ტროტუარზე ასფალტის საფარში წარმოქმნილია ხვრელი, სადაც მცხოვრებლები ასევე ნაგავსყრიან. დაზიანება იმ ზონაში მდებარეობს, რომლითაც ქვეითებმა უნდა ისარგებლონ,ჩანგრევაც კი საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება: აღნიშნული ტროტუარის ასფალტირება დაახლოებით 2019–2020 წლებში განხორციელდა. შესაბამისად, საფარი ძალიან ძველად ვერ ჩაითვლება. ექსპლუატაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ სერიოზული ჩანგრევის გაჩენა მიზეზების გარკვევას საჭიროებს.
Pos 2
Pos 4
რა შეიძლება ყოფილიყო დაშლის მიზეზი? ჩანგრევის გაჩენის სავარაუდო ფაქტორებს შორის ახალქალაქის მცხოვრებლები, რომლებიც გზების მშენებლობაზე მუშაობენ, აღნიშნავენ საფარის ქვეშ წყლის ჩასვლასა და გრუნტის თანდათანობით გამორეცხვას, პრობლემებს სანიაღვრე კანალიზაციასთან ან სხვა მიწისქვეშა კომუნიკაციებთან, საძირკვლის დაჯდომას, ასევე გრუნტის არასაკმარის დატკეპნას ტროტუარის თავდაპირველი მოწყობისას.
გამორიცხული არ არის ხეების ფესვების ზემოქმედებაც. მათ შეუძლიათ საფარის დეფორმირება, ბზარების გაჩენა და ასფალტის ქვეშ წყლის შეღწევის გაადვილება. მერიაში განაცხადეს, რომ ტროტუარებზე არსებული ორმოების შესახებ იციან და ადგილზეც იყვნენ.
Pos 3
ორმო აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარზე

Pos 1

მივაქციეთ ყურადღება, რომ ასეთი ორმოები არის, თუმცა ჯერ ვთვლით, რომ ისეთი საშიში არ არის, რომ დაუყოვნებლივ მივხედოთ. უნდა ამოვთხაროთ, რათა გავარკვიოთ, რა ხდება იქ. თუ პირველ შემთხვევაში ტროტუარი მუნიციპალურ ტერიტორიაზეა, აღმაშენებლის ქუჩაზე ის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერი გვიჭირს, რომ წერილი მივწეროთ დეპარტამენტს და ვაცნობოთ ამის შესახებ“, — აცხადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი არა მოვსისიანი.
ტროტუარი განკუთვნილია ადამიანების უსაფრთხო გადაადგილებისთვის. ამ ტიპის ჩანგრევები უკვე აღარ არის ქალაქის ქუჩის იერსახის საკითხი, ეს ქვეითთა უსაფრთხოებისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის ხარისხის თემაა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე