2026 წლის 4-დან 6 სექტემბრამდე საბერძნეთის ქალაქ მათში გაიმართა ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი — International Wrestling Tournament «Anacharsis 2026», რომელიც მიხალის კოსტოპულოსისა და როლანდ მაკრიდისის ხსოვნას მიეძღვნა.
შეჯიბრებაში მსოფლიოს 10 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, რომელთა შორის სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლებიც იყვნენ. საერთაშორისო ტურნირზე ახალქალაქს მხოლოდ ერთი სპორტსმენი — მესლიკ ეზოიანი წარმოადგენდა, რომელიც 80 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.შეჯიბრების შედეგებით მესლიკ ეზოიანმა ღირსეული შედეგი აჩვენა, მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამ რანგის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა მნიშვნელოვანი მიღწევაა სპორტსმენისთვის და კიდევ ერთი საბაბი, რომ ახალქალაქმა იამაყოს თავისი წარმომადგენლით საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე.