საქართველოს ათი უდიდესი კომპანიიდან რვა სათამაშო ბიზნესის სექტორში საქმიანობს — ვის ეკუთვნის ეს ბიზნეს-გიგანტები?

საქართველოს ათი უდიდესი კომპანიიდან რვა სათამაშო ბიზნესის სექტორში საქმიანობს — ვის ეკუთვნის ეს ბიზნეს-გიგანტები?

საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის 10 კომპანიიდან 8 აზარტული თამაშების საქმიანობით არის დაკავებული. ამაზე მიუთითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ “ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემები. უშუალოდ სათამაშო ბიზნესის მოცულობამ კი 2025 წელს 88.370 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბიზნესსექტორის მთლიანი მაჩვენებლის 34.8%-ია.

რაც შეეხება მთლიან მაჩვენებელს, საქსტატის მონაცემებით 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.1%-ით გაიზარდა და 253.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

“ბიზნესპრესნიუსი“, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას იმ 10 უმსხვილესი კომპანიის მფლობელთა შესახებ, რომლებმაც 2025 წელს ყველაზე დიდი მოცულობის ბრუნვა დააფიქსირეს: (როგორც უკვე აღვნიშნეთ, 10-დან 8 აზარტული თამაშების სფეროში საქმიანობს)

შპს “კავკასიის ავტოიმპორტი“ – სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიაში ყველაზე დიდ, 34.875%-იან წილს გიორგი სურგულაძე ფლობს, 27.225%-იან და 27.9%-იან წილებს, შესაბამისად, გიორგი გულაშვილი და ლევან სურგულაძე ინაწილებენ, ხოლო დარჩენილი 10%-ის მესაკუთრე დავით გულაშვილია.

სს “ნიკორა ტრეიდი“ – 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სს “ნიკორა ტრეიდის“ 96.60%-იანი წილის მფლობელი საქართველოში დაფუძნებული და რეგისტრირებული სს “ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფია“ (კომპანიას 2026 წლის 2 თებერვალს შეეცვალა სახელი და დაერქვა სს “ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი“, მანამდე მას ერქვა სს “ნიკორა“), ხოლო აქციების 3.40% ეკუთვნის სხვა აქციონერებს (2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით: სს “ნიკორა“ – 96.60%, სხვა აქციონერები – 3.40%). რაც შეეხება “ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ დამფუძნებელს, ის ვასილ სუხიაშვილია, რომელიც ამავე კომპანიის აქციების 23%-ს ფლობს და ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს.

შპს “ევროპაბეთი“ – კომპანიის 100%-იან წილს შვედური Betsson Perch Investments AB-ი ფლობს.

შპს “ბეთლაივი“ – კომპანიაში ყველაზე დიდ, 47%-იან წილს შპს “აიტი ვენჩარი“ ფლობს, 26%-იან წილს – ნანა ჯანაშია, ხოლო 15%-ის მესაკუთრე სს “ბი ელ აქტივების მენეჯმენტია“. დარჩენილ წილებს ზურაბ ვარსემაშვილი (5%), ალექსი მოდებაძე (4%) და თამაზ ხარაიძე (3%) ინაწილებენ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე