„აბულმა“ ანგარიშით 5:1 გაიმარჯვა.

„აბულმა“ ანგარიშით 5:1 გაიმარჯვა.

8 სექტემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის სტადიონზე, საქართველოს რეგიონული ლიგის ჩემპიონატის მეორე წრის მე-19 ტურის ფარგლებში, ერთმანეთს „აბული“ და დუშეთის „არაგვი 1954“ დაუპირისპირდნენ. „აბულის“ ფეხბურთელებმა 5 გოლი გაიტანეს და დაჯერებული გამარჯვება მოიპოვეს.
გოლები გაიტანეს:
ლუკა ბერიანიძე – 1 გოლი,
ნუკრი კაკულია – 2 გოლი,
რომიკ ჩორუხიანი – 1 გოლი,
სტეპან მარგარიანი – 1 გოლი.
გუნდის შემდეგი თამაში 15 სექტემბერს გორში, „გორი-2“-ის წინააღმდეგ გაიმართება.
ახალქალაქის სპორტული სკოლის საფეხბურთო გუნდი სატურნირო ცხრილში სწრაფად მიწინაურდება. დღევანდელ გამარჯვებას მისი მე-5 ადგილი არ შეუცვლია, თუმცა დაწინაურების შანსები გაზარდა.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე