ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურას გზის მოასფალტება მიმდინარეობს. პროექტში ცვლილებები შევიდა და ბორდიურების ნაცვლად სამშენებლო კომპანია არხებს აშენებს. მუნიციპალიტეტმა ასფალტის საფარისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო. სამუშაოებს კომპანია შპს “ჯავახავტოგზა” ახორციელებს.
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურას 1286 კმ. საავტომობილო გზის მოასფალტება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით მიმდინარეობს. ტენდერი 1 017 476 ლარის ოდენობით გამოცხადდა, მოიგო კომპანია “ჯავახავტოგზამ” 1 017 000.00 ლარი.
ასფალტის პირველი ფენის დაგება უკვე დასრულებულია და გზის ორივე მხარეს მომუშავეები არხებს აშენებენ.
პროექტი ითვალისწინებდა ბორდიურების მშენებლობას, თუმცა პროექტში ცვლილებები შევიდა და კომპანია ბორდიურების ნაცვლად არხებს აშენებს.
მომუშავეების თქმით, არხების მშენებლობას 4-5 დღეში დაასრულებენ, შემდეგ კი ასფალტის მეორე ფენის დაგება დაიწყება.
სოფელში ძირითადად კმაყოფილნი არიან, რომ სოფლის გზა ასფალტდება.
სოფელ ჩამდურას მკვიდრს, ვოლოდია კარაპეტიანს სურს, რომ მეტი გზა მოასფალტდეს.
„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ტაძრამდე მიმავალი გზა ასფალტდება, სოფლის ტერიტორიის დასასრულებლად 200 მეტრი რჩება. სოფლის ზედა ნაწილი რატომ არ ასფალტდება? სოფელ ჩამდურას მცხოვრები და საქართველოს მოქალაქე ვარ, 40 წელი ვმუშაობდი ჩვენს რაიონში. რატომ არ აკეთებენ ასფალტს ჩვენს სახლთან”, – ამბობს ვოლოდია კარაპეტიანი.
მანუკიან ნაირი ამბობს, რომ ასფალტის შემდეგ მძღოლებმა დიდი სიჩქარით დაიწყეს მოძრაობა და რომ აუცილებელია ბევრი მწოლიარე პოლიციელის არსებობა, მისი თქმით, გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი მწოლიარე პოლიციელი.
“ბევრ ადგილას ყოფილიყო მწოლიარე პოლიციელი, ერთ ადგილას საკმარისი არ არის”, – თქვა მანუკიან ნაირმა.
„ახლა არხებს ვაშენებთ, 55 ცალი დავამონტაჟეთ. ამის შემდეგ დავიწყებთ ასფალტირებას. რაც შეეხება მწოლიარე პოლიციელებს, იმდენი იქნება, რამდენიც პროექტით არის გათვალისწინებული.
ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული, თუ იქნება საკმარისი, დამატებით შევძლებთ დამონტაჟებას”,- თქვა კომპანია „ჯავახავტოგზას“ წარმომადგენელმა.