ნალბანდიან-ჩარენცის გზაჯვარედინზე გათხრილი გზის მონაკვეთი, სავარაუდოდ, 2024 წლის გაზაფხულზე მოასფალტდება. ელექტროგამანაწილებელი „Energo Pro Georgia“ კომპანიიდან Jnews-ს აცნობეს, რომ მონაკვეთი მოასფალტდება, თუმცა კონკრეტულად როდის არ უთქვამთ. საქმე იმაშია, რომ კომპანია Energo Pro Georgia ნალბანდიანის ქუჩაზე ახალ მიწისქვეშა ელექტროგადამცემ ხაზს აშენებს, ამიტომ გზა უკვე ორი თვეა გათხრილია.
Jnews-მა 12 დეკემბერსაც წამოჭრა ეს თემა, მაშინ Energo Pro Georgia ენერგოგამანაწილებელი კომპანიიდან მივიღეთ პასუხი, რომ იმედოვნებენ, რომ გზაზე გათხრილი ორმოები ერთ კვირაში აღმოიფხვრება. გავიდა ორი კვირა, მაგრამ ამ მიმართულებით სამუშაოები არ ჩატარებულა, კვლავ დავუკავშირდით კომპანიას და მათ შემდეგი პასუხი გაგვცეს:
„ჩვენს კონტრაქტორს ფიზიკურად არ შეუძლია გზის დაგება, რადგან გზა გაყინული და სველია. სანამ თბილი დღეები არ დადგება და გზის ის ნაწილი არ გაშრება, ასფალტირება არ განხორციელდება. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებთ. ჩვენ გვჭირდება კარგი ამინდი, ყინვის გარეშე“, – გვითხრეს Energo Pro Geogia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ორმო ყოველდღიურად ღრმავდება, უფრო და უფრო გაუვალი ხდება, ის აწუხებს როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს. არავინ იცის, როდის მოასფალტდება ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე „ცოცხალი“ გზაჯვარედინი.
შეგახსენებთ, ახალი მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზი გაყვანილია ერთი ტრანსფორმატორიდან მეორეზე 280 მეტრიან მონაკვეთზე, რათა განტვირთვა მოხდეს.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
Energo Pro Georgia გზის ორმოების ერთ კვირაში აღმოფხვრას გვპირდება
ნალბანდიანის ქუჩაზე ელექტრომომარაგების ახალი ხაზი შენდება